• რეკლამა
  • კონტაქტი
06:07, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“Twitter-ს არ გამოუვიდა, ჩვენ გავაკეთებთ” – Meta-მ “ტვიტერის” კონკურენტი აპლიკაცია გაუშვა

ალია ავტორი - ალია
13:45 07-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
191

ოთხშაბათს Meta-მ ოფიციალურად გაუშვა “ტვიტერის” კონკურენტი აპლიკაცია – Instagram Threads. პირველივე რამდენიმე საათში ის უკვე მილიონობით მომხმარებელმა (5 მილიონზე მეტი) ჩამოწერა. Facebook წლების განმავლობაში ცდილობდა Twitter-ისთვის კონკურენციის გაწევას მრავალი გზით, თუმცა Facebook-ის მშობელი კომპანია Meta-ს მხრიდან ეს ალბათ ყველაზე დიდი დარტყმაა.

Threads გამიზნულია შესთავაზოს მომხმარებლებს სივრცე რეალურ დროში ონლაინ საუბრებისთვის, ფუნქცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო Twitter-ის გაყიდვის მთავარი წერტილი. ამის გარდა აპლიკაციას “ტვიტერთან” სხვა ბევრი საერთოც აქვს.

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თქვა:

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ იმას, რასაც Instagram აკეთებს საუკეთესოდ და შევქმნით ახალ გამოცდილებას ტექსტის, იდეებისა და იმის გარშემო, რაც თქვენს გონებაშია. Twitter-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმედია ჩვენ გავაკეთებთ”

“მეტამ” თქვა, რომ Threads-ში შესაძლებელი იქნება პოსტის გამოქვეყნება 500 სიმბოლოს ლიმიტით. აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის 100 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებლებს სთხოვენ დააკავშირონ თავიანთი “ინსტაგრამის” გვერდი, მიჰყვნენ იმავე ანგარიშებს, რომლებსაც უკვე “აფოლოვებენ” Instagram-ზე. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ როგორც საჯარო, ისე დახურული პროფილი. აპლიკაცია გთავაზობთ Threads-დან პოსტების პირდაპირ Instagram Stories-ში გაზიარების შესაძლებლობას. დადასტურებული Instagram ანგარიშები ასევე ავტომატურად მოწმდება Threads-ზე.

თეგები: ცუკერბერგი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved