• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

TV იმედის მფლობელს შეეძლო, ლესბოსელი შვილის ამაყი მამა ყოფილიყო – პრაიდის დირექტორი

ალია ავტორი - ალია
20:16 12-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,642

თბილისი პრაიდის დირექტორი თამარ ჯაყელი სოციალურ ქსელში ჰომოფობიური სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის მავნებლურ პროპაგანდაზე  საუბრობს.

ჯაყელის თქმით, რუხაძის შვილი, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძე ღიად ლესბოსელი ქალია და ამერიკაში ამერიკელ ქალ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ისინი შვილის აყვანას აქტიურად ცდილობენ.

როგორც თბილისი პრაიდის დირექტორი წერს, ეს ფაქტი კიდევ უფრო ცხადს ხდის, თუ რამდენად ამორალურია რეჟიმის პროპაგანდა.

ჯაყელის თქმით, ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტები მზად არიან, საკუთარი შვილის მსგავსი ადამიანები იდენტობის გამო, რომელიც მათ არ აურჩევიათ, “სასიკვდილოდ გაიმეტონ”, რადგან “რუსული ავტორიტარული ხელწერა ავალდებულებთ”.

როგორც ჯაყელი აღნიშნავს, ტელეკომპანია იმედის მფლობელმა ირაკლი რუხაძემ შვილის გვერდით დგომას “სიხარბე და ძალაუფლების წყურვილი არჩია”.

“იმედის მფლობელის, ირაკლი რუხაძის შვილი, ალექსანდრა (ლექსი) რუხაძე ღიად ლესბოსელი ქალია. თავად ამერიკის მოქალაქე, ლექსი ამერიკელ ქალთანაა ქორწინებაში, 2022 წლიდან.

ლექსი რუხაძე და მისი ცოლი, ჯილიან სიმორი ერთმანეთს პრესტიჟულ ქალთა კოლეჯში, Wellesley-ში სწავლისას შეხვდნენ, ჯერ კიდევ 2014 წელს. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ისინი აქტიურად ცდილობენ შვილის ყოლას/აყვანას.

სავარაუდოდ ლექსი ნაკლებად ადევნებს თვალს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას. ნეტა თუ იცის, რომ მამამისის კისერზეა საქართველოში ანტი-ლგბტ განწყობების გაღვივება, ქვიარ ადამიანების (მათ შორის ჩემი) დემონიზება, მოძალადეებისთვის მსუყე ლუკმის მიწოდება, ულტრა-მემარჯვენე, პრო-რუსული და ფაშისტური რიტორიკის ყოველდღიურობად ქცევა. ნეტა თუ ესმის, რომ საქართველოში საყვარელ ქალთან ქორწინებაში კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენის რეჟიმში იქნებოდა როგორც ღიად ლესბოსელი ქალი, ან კი წლობით მოუწევდა საკუთარი იდენტობის მალვა და შიშში ცხოვრება. იმედი მაქვს, მალე გავიგებთ ლექსის ისტორიას და მის დამოკიდებულებას ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წამახალისებელი, საქართველოს რუსეთის გზაზე დამყენებელი მამის მიმართ.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რამდენად ამორალურია რეჟიმის პროპაგანდა. “ოცნების” მთავარი პროპაგანდისტები მზად არიან, საკუთარი შვილის მსგავსი ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტონ, იმ იდენტობის გამო, რაც მათ არ აურჩევიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსული ავტორიტარული ხელწერა ავალდებულებთ ასე.

არადა ირაკლი რუხაძეს შეეძლო ნათელ მხარეს ყოფნა. შეეძლო ამაყი მამა ყოფილიყო და ეთქვა, რომ დიახ, მისი შვილი ლესბოსელია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. შეეძლო ემხილებინა, რომ ჰომოფობია და ტრანსფობია რუსული პოლიტიკური იარაღია საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ.

მაგრამ სიხარბე და ძალაუფლების წყურვილი არჩია შვილის მხარეს დგომას. ამიტომ მიწევს ამ პოსტის წერა მამაზე, რომელიც შვილის მსგავს ადამიანებს მტრის ხატად აქცევს და ვინ იცის, გრძელვადიანად შეიძლება მასაც იმეტებს სიძულვილით სავსე გარემოსთვის”. – წერს თამარ ჯაყელი Facebook-ზე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved