• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა – თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად უნდა  მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას – ინფექციონისტი

ალია ავტორი - ალია
14:46 09-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა  მედიაცენტრ „მთავარში”.განაცხადა, რომ მსოფლიოში ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია – თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად უნდა  მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

ბუწაშვილის განმარტებით, ტუბერკულოზით გარდაცვალების რაოდენობის ზრდის მიზეზია დაგვიანებული გამოვლენა.

„კორონავირუსმა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში. განსაკუთრებით იგრძნობა C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის მიმართებით. ვიცით, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს, პანდემიის დროს მკვეთრად შემცირდა გამოვლენა. ეს რისკს ქმნის, რომ ჩვენ ელიმინაციას მივაღწიოთ. გვიანი გამოვლენა მეტ ინფიცირებულს ნიშნავს. იგივე პრობლემა გვაქვს ტუბერკულოზის მიმართულებით.

მთელ მსოფლიოში პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. მიზეზია დაგვიანებული გამოვლენა. ადამიანებს ეს ორი წელი აქცენტი მთლიანად ჰქონდათ კორონავირუსზე, მათ შორის ექიმებსაც. თუ ადამიანი ახველებდა, იკეთებდა ტესტს და თუ არ აღმოაჩნდებოდა კოვიდი ყველა ბედნიერი იყო. ყველას ავიწყდება, რომ ხველას შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდეს, მათ შორის, ტუბერკულოზი. ტუბერკულოზის გამოვლენა მკვეთრად შემცირდა, შედეგმაც არ დააყოვნა – მთელ მსოფლიოში გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ჩვენთანაც ტუბერკულოზის გამოვლენა შემცირებულია. შემცირებულია აივ ინფექციის გამოვლენაც.

ტუბერკულოზი ჰაერის გზით გადაეცემა. დიდ მანძილზე ვრცელდება, 2 მეტრიანი დისტანცია ეფექტური არ არის. თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებსაც მოვუწოდოთ, რომ დაუბრუნდნენ ძველ ალგორითმებს, მხოლოდ კოვიდი არ არის, პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარონ“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

თეგები: მაია ბუწაშვილიტუბერკულოზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved