• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცვლილებებს ვერ მოვახდენთ თუ ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით” – ბორის ჩელე ყურუა პარტიას ტოვებს

ალია ავტორი - ალია
20:21 04-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
262

ბორის ჩელე ყურუა გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ტოვებს და წერს:

“მე ვტოვებ გირჩი მეტ თავისუფლებას, პარტიას რომელიც ჩემს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად დავაფუძნეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება, პოლიტიკური გზები გაიყო და მიწევს ამ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება.
მადლობას ვუხდი ყველას ვისთანაც ამ დროის მანძილზე პარტია მაერთიანებდა, ერთად ვმუშაობდით, ვიბრძოდით, ერთმანეთს ვამხნევებდით და ერთმანეთზე ვზრუნავდით. უბრალოდ პარტია არ იყო, ხან ციხეებში ვისხედით და ხან ქვებს ვიცილებდით, ხან სცენაზე ვიდექით და ხან ცრემლსადენ გაზში. მადლობა ყველას ვინც დამეხმარა და ჩემში რესურსი ჩადო.
განსაკუთრებულად ზურას მადლიერი ვარ, მართალია 2020 წელს მითხრა ჩაერთე პოლიტიკაში, გაერთობიო და მე ახლა დიდად ვერ ვერთობი, მაგრამ მან მომცა შანსი, რომელსაც ძირითადად არ აძლევენ უფროსი პოლიტიკოსები ახალგაზრდებს და ჯერ კიდევ იმ პროცესში ვარ რომ ეს შანსი სათანადოდ გამოვიყენო.
ამ პროცესს სასიცოცხლოდ ჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა.
საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იგივეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით.
სამომავლო გეგმებზე უფრო მეტს ვიტყვი, უახლოეს მომავალში.
ბოლოს რაღაც პოეტურს ვწერდი, როგორ მიმძიმს ამ ნაბიჯის გადადგმა და როგორ რჩება ჩემი ერთი ნაწილი სხვაგან, მაგრამ არ მომიხდება ასე ლაპარაკი. ვისაც ეს მინდა ვუთხრა ისედაც იცის და ვინც არ იცის ეგერ ორი აბზაცის ზემოთ შეწყვიტა კითხვა.” . 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved