• რეკლამა
  • კონტაქტი
10:43, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცვატა ბერძენიშვილი ინფლაციაზე – “სურათი, რეალურად, უფრო მძიმეა, ვიდრე “რეალური ინფლაცია ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ემთხვევა”

ალია ავტორი - ალია
01:16 08-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
721

სტატისტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი, ცვატა ბერძენიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

ორიოდ სიტყვა მინდოდა დამეწერა ინფლაციაზე, მაგრამ ცოტა მეტი გამოვა:
ბოლო პერიოდში, თითქოს ინფლაცია დასტაბილურდა. ბოლო 3 წელია საშუალო წლიური ინფლაცია წინა წლის საშუალო წლიურთან ნორმალურადაა:
2023 – 2.6%
2024 – 1.1%
2025 (პირველი 7 თვე) – 3.3%
ერთი შეხედვით, კარგი რიცხვებია, მაგრამ ამ რიცხვებს არ უნდა მივცეთ მანიპულირების და საკუთარი თავის მოტყუების საშუალება.
პირველ რიგში ის, რომ პანდემიის პერიოდში გვქონდა კატასტროფული ინფლაცია შემდეგ წლებში დაბალი მაჩვენებელი ვერ აბალანსებს წინა წლების მაჩვენებელს:
2020 – 5.2%
2021 – 9.6%
2022 – 11.9%
მეორე ის, რომ “ინფლაცია 3.3%-ია” ისე ჟღერს, როგორც “საშუალო ხელფასი X ლარია”.
ჩემი ხელფასია 6000 ლარი, შენი – 600 ლარი. საშუალოდ ორივეს 3300 ლარი გვაქვს ხელფასი და, თითქოს, ძალიან კარგია, მაგრამ, რაღაცნაირად, შენი 600 ლარიანი ხელფასით კარგად ვერ ხარ, არა? არადა 3300 ლარი გაქვს საშუალო ხელფასი და კარგად უნდა იყო.
ინფლაციის პროცენტიც გაშუალოებული მონაცემია, სადაც 305 პროდუქტის თუ მომსახურების ფასი შედის, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას 305-ვე თანაბრად არ აღელვებს – ყველას სხვადასხვა ხვედრითი წონა აქვს და ყველაზე დიდი ხვედრითი წონა აქვს კატეგორიას “სურსათი და უალკოჰოლო სასმელები”.
ზოგადად, კანონზომიერებაა – რაც უფრო ცოტა აქვს შემოსავალი ადამიანს, მით უფრო მეტს (პროცენტულად) ხარჯავს კვებაზე და პირიქით.
დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი (საშუალოს აღებას აზრი არ აქვს) 2023 წელს (უფრო ახალი მონაცემი არ გვაქვს) იყო 1238 ლარი. ჩემი უხეში ექსტრაპოლაციით, 2025 წლისთვის უნდა იყოს 1520 ლარი – თან დარიცხული. საპენსიოს და საშემოსავლოს დაქვითვის შემდეგ ხელზე ასაღები თანხა 1200 ლარზე ნაკლები რჩება. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებული მოსახლეობის ნახევარს 1190 ლარი ან უფრო ნაკლები აქვს თვიური შემოსავალი და, ვვარაუდობ, რომ მეორე ნახევრის მნიშვნელოვანი წილიც მაგ რიცხვთან ახლოს იქნება.
ბუნებრივია, რომ ამ შემოსავლის ადამიანისთვის ძირითადი ხარჯი იქნება კვება და ჯანდაცვა და ნაკლებად – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ ავტომობილის შეძენა.
ამ დათქმით თუ შევხედავთ, ჯამური ინფლაცია 2025 წელს კი არის 3.3%, მაგრამ სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 2025 წელს ინფლაცია 7%, ხოლო ჯანდაცვაზე – 7.9%-ა. ის ფაქტი, რომ მაცივრები, სარეცხის მანქანები და კავშირგაბმულობა მცირედ გაიაფდა, ხოლო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ავტომობილი (:დ) თითქმის იგივე დარჩა, დიდი შეღავათი არაა.
საერთოდაც, 2020 წლეთან შედარებით 2025 წელს ჯამური ინფლაცია 31%-ია, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში – 45%, ამბულატორიის კი – 49%-ა. სახლს გარეთ კვება 59%-ითაა გაძვირებული, ჰიგიენური საშუალებები – 45%-ით.
ამიტომ, სურათი, რეალურად, უფრო მძიმეა, ვიდრე “რეალური ინფლაცია ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ემთხვევა”.
თეგები: ცვატა ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved