• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წულუკიანის საოცარი ინოვაცია” – რისთვის შეიძლება გამოიყენო ლევილი?

ალია ავტორი - ალია
01:21 03-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,085

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

წინა დღეს თეატრალურის ლექტორის, ვინმე გიორგი სიხარულიძის ვიდეო შემომხვდა, პროტესტში მონაწილე თავისივე სტუდენტის გასაშავებლად რომ ჩაწერა, მაგრამ ახლა ამ მდაბიო საქციელზე არ ვწერ.

ამ ვიდეოდან ასევე ვიგებთ თეა წულუკიანის საოცარი ინოვაციის შესახებ: საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თეატრებისთვის დაუწყია ახალი პროგრამა: რეპეტიციების გავლა ლევილის მამულში.

ეს სიხარულიძე პარალელურად დმანისის თეატრის ხელმძღვანელიც ყოფილა და რომ დაიწყო მოყოლა, ამ პროგრამით ჩვენი თეატრიც გაემგზავრა ლევილში 21 დღითო, ვიფიქრე, ალბათ, ლევილში იყო დაგეგმილი რაიმე ღონისძიება და წინასწარ გაუშვეს, რომ ბარემ იქვე მომზადებულიყვნენ ამ ღონისძიებისთვის-მეთქი.

თურმე სად ბანაობ?!

უბრალოდ დმანისის თეატრის რეპერტუარში გაჩენილი ახალი სპექტაკალის მოსამზადებლად 21 დღით მთელი დასი ბიუჯეტის ხარჯზე გაუშვეს საფრანგეთში. და როგორც ამ სიხარულიძემ გვამცნო, ამ პროგრამით უკვე იყვნენ ლევილში სხვა მუნიციპალური თეტრებიც.

ანუ კარგად რომ გაიაზროთ რა ხდება: იქ კი არ უნდა ითამაშონ სპექტაკლი, უბრალოდ ლევილს იყენებენ, როგორც სარეპეტიცო დარბაზს, სამი კვირით მიემგზავრებიან საფრანგეთში, ყველა ხარჯს ანაზღაურებს ბიუჯეტი: ფრენას, ცხოვრებას, ჭამას. დღიურ ფულსაც უხდიან მსახიობებს (ეს ყველაფერი სიხარულიძემ მოყვა), მერე ჩამოდიან საქართველოში და თავიანთ თეატრებში თამაშობენ სპექტაკლებს.

ხომ საოცარი და აუცილებელი პროგრამაა იმ ქვეყანაში სადაც 600 000 სოციალურად დაუცველი გვყავს!

რეპეტიციისთვის დარბაზი გჭირდება? თუ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხარ, მიმართე სამანისტროს და ხალხის ფულით გაგიშვებენ საფრანგეთში 21 დღით.

ამ კაცმა ისიც გვამცნო, ამით უნდა ქალბატონ თეას ლევილი გამოაცოცხლოსო.
ლევილის გამოცოცხლების რა გითხრათ, მაგრამ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობული თეატრების მოსამადლიერებლად კარგი ხერხი უპოვია ქალბატონ მინისტრს – ხალხის ხარჯზე ერთგვარ შემოქმედბეით მივლინებებს უწყობს მათ საფრანგეთში.

რა დრო დადგა!
მსახიობები ერთმანეთს რომ ეტყვიან:
სად გავიაროთ რეეპეტიცია? დმანისში?
რა გვინდა დმანისში, წამო პარიზთან ახლოს კარგი დარბაზი ვიცი.

ეს არაა პროგრესი, თქვე დაუნახავებო!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved