• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წულუკიანის მტკიცებით, სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა – “ასეთია კანონი – თუკი დააშავებ, არის სასჯელი”

ალია ავტორი - ალია
19:08 12-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განაცხადა:

 

„როგორც ყოველთვის, როცა პატიმარს და მის უფლებებს ეხება საქმე, ვიქნები კიდევ მეტად გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებისამებრ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს. მესმის, რომ ჩემს სიტყვას მის თვალში არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ტიპის მნიშვნელობა და წონა, მაგრამ მაქვს ჩემი ვალდებულება, გამოვხატო ის აზრი, რომელიც პატიმარს, მის სიცოცხლესა და უფლებებს ეხება. აუცილებელია, მან შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მის მიერვე თავისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ვინაიდან მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, სამედიცინო სისტემა, თუ სამოქალაქო სამედიცინო სისტემა, მომართულია იქითკენ, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს გაუმჯობესებული და ბოლომდე დაცული. ამისთვის გვაკლია ერთადერთი რამ, ეს არის მისივე სურვილი და მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. როგორც კი ის შეიცვლის ამ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იქნება ჯანმრთელად და როდესაც სასჯელი ამოეწურება, რასაკვირველია, თუკი თავის ჯანმრთელობას თვითონვე მოუფრთხილდება, შეძლებს ნებისმიერ მისთვის სასურველ პროცესში ჩართვას.

ასეთია კანონი – თუკი დააშავებ, არის სასჯელი, სასჯელს უსჯის მოსამართლე და პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის პროცესში პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცულობას. დღეს საჭიროა მხოლოდ, რომ მოცემულმა პატიმარმა თავად გადაწყვიტოს თანამშრომლობა შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან, საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, რასაც მე მას პირადად ძალიან გულწრფელად ვუსურვებ“

თეგები: თეა წულუკიანიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved