• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წუხელ ღამით გარდაიცვალა, ტკივილისგან და ბრაზისგან მაკანკალებს… ჩვენ ვერ შევძლებთ, გადაიყვანეთ…”

ალია ავტორი - ალია
14:55 09-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სიმსივნით გარდაცვლილი ახალგაზრდას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„ღამით მარიამი გარდაიცვალა. აი, ასე – გოგონა დიდი ოცნებებით. გარდაიცვალა. ისე ცუდად ვარ, მართლა მაკანკალებს – ცალკე ტკივილისგან და ცალკე ბრაზისგან. თუმცა მოვიკრებ ძალას და შეძლებისდაგვარად ცხადად დავწერ. გუშინ რაღაც საქმის გამო ბახმაროსკენ მივდიოდი. გზად დამაწიეს ცნობა, რომლის მსგავსსაც მგონი ყოველდღე ვიღებ – მარიამ ბარდაველიძეს, ახალგაზრდა გოგონას, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ბევრმა მომწერა, მათ შორის დედამისმაც. უბედურმა დედამისმა.

ვნახე მისი ძველი მონაწერიც – მეუღლე გარდაცვლია პანკრიასის სიმსივნით და ურთულეს პირობებს უმკლავდებოდა ორი სტუდენტი შვილით. ერთი მარიამი იყო. სასწრაფოდ ჩავწერე ვიდეო და გავავრცელეთ მარიამის დასახმარებლად. ეს რას იზამდა, ეს საცოდავი ცდა, მაგრამ მაინც.

მას შემდეგ, რაც მამაჩემი ამ სენს შეეწირა, ვცდილობ, ყველას გვერდით დავუდგე – აქ ნაკლებ გაწუხებთ ხოლმე ამ მიზეზით, იმდენად ხშირია და დაუსრულებელი. მხოლოდ თერჯოლიდან ბარემ ათამდე მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი მე მახსოვს და უმეტესწილად გავიმარჯვეთ. ოღონდ გავიმარჯვეთ სასწრაფოდ ან თურქეთში, ან ავსტრიაში, ან გერმანიაში გაქცევით. აქ ვერ ვუმკლავდებით ამ ამბავს ან ძნელად ვუმკლავდებით.

დიაგნოზსაც ზოგჯერ არასწორად ვსვამთ. არიან ექიმები ან სწორი მართვა ან იმის თქმა რომ შეუძლიათ – ჩვენ ვერ შევძლებთ, გადაიყვანეთ. ასეთი ექიმი ბევრი არ არის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, არაერთი კითხვა დამებადა. ხმა არ ამომიღია, ჩემში ჩავკალი ყველაფერი, მერე რომ არ ეთქვათ ის, რაც იოლი სათქმელია: – „ჭირისუფალია და სუბიექტურია ანაც საკუთარ პოპულარობას და გავლენას იყენებს.“ და სხვანი. ხმა არ ამოვიღე და ეს ტკივილი დღემდე საწამლავივით პირში დაგუბებული, ჩემში წვეთავს და მწამლავს.

მოვიკრებ ძალას და კონკრეტული ადამიანებისკენ და კლინიკებისკენ გაშვერილ ხელს ახლაც დაბლა დავწევ. დავწევ იმ მიზეზითაც, რომ სხვა ჭირისუფლების ნებართვა არ მაქვს, თუმცა მაქვს უამრავი კითხვა, მათგან დასმული და გადამოწმებული. დავწევ იმიტომაც, რომ ეს საერთო პრობლემაა და მაინცდამაინც ერთ საავადმყოფოს არ უკავშირდება. უნდა დადგეს დრო და ჩვენმა ქვეყანამ ააშენოს პატარა კლინიკა ამ ლამის ეპიდემიად ქცეული სენის სამკურნალოდ. ასე არ გამოვა. არ არსებობს კონკრეტული გაიდლაინი ინდივიდუალური ინტერპრეტაციების გარეშე. არ შეიძლება ყველაფრის ერთნაირად ჭრა და კერვა. ადამიანებზე ისე ლაპარაკი, თითქოს უვარგისი თოჯინა იყოს. რამდენ მშობელს მივყევი, სხვადახვა კლინიკაში, რომელსაც ცივი ფრაზები დაახვედრეს: „ქალბატონო, ჩვენ წესი რაც იყო, ყველაფერი გავაკეთეთ“ „ქალბატონო, მოულოდნელად დამძიმდა“ „ქალბატონო, იცის ასე ამან გართულებები და ჩვენ რა ვქნათ“. „ქალბატონო, და ხომ ვერ მეტყვით, ჩვენ რა შეგვიძლია?“ – ეს პაციენტებთან და მათ ნათესავებთან უხეში ურთიერთობა ცალკე სენია და სხვა საკითხი.

შეიძლება მე ვცდები, მე ვარ სუბიექტური და თვალდაბინდული, შეიძლება ყველაფერი ბრწყინვალედაა ჩვენებურ ონკო-მედიცინაში და აჰა, ამიტომაც ვიკრებ ძალას და ამას ვწერ – თქვენ მითხარით, თქვენ ამიხილეთ თვალი!

წუხელ ღამით დამირეკა ბოლოს დედამისმა, მეხვეწებოდა, ეგებ ვინმეს იცნობ, რეანიმაციაში რომ მოიკითხოსო, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანესო, ხომ გადარჩებაო? რას ვეტყოდი, გადარჩება – მეთქი. მასე ბევრი იყო და დაძლიეს – მეთქი. ეგ ჩვეულებრივი ამბავია – მეთქი. მეც, აი უყურეთ, ყველაფერს ვიზამ – მეთქი. მეთქი. მეთქი. მეთქი. რა ვქენი? ვერაფერი. რას ვიზამდი? ვერაფერს.

მარიამის ოჯახს ჩვენც მივხედავთ. ჩვენი ფონდი დაეხმარება. აი, ამ დიდ და მოურჩენელ სირთულეს კი ერთად მივხედოთ. ვისაც დაგჭირდებით და როგორც, მიმსახურეთ“

23 წლის მარიამ ბარდაველიძე, რომელიც მწვავე ლეიკემიას ებრძოდა გარდაიცვალა

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved