• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,წუხელ ჩემი ცხოვრების ერთი უდიდესი გამარჯვების საღამო გამოდგა… აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
13:16 06-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
420

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე:

,,წუხელ ჩემი ცხოვრების ერთი უდიდესი გამარჯვების საღამო გამოდგა. მოულოდნელად და დაუგეგმავად. რაღაც მიღებაზე ვიყავი. ერთი უცხოელი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამომეცნაურა. რუტინული ლაპარაკი გავაბით – სკოლებზე, განათლებაზე. დასასრულს მითხრა – ,,ესა და ეს ადამიანი, თავის დროზე თქვენი რეკომენდაციით მოვიდა ჩვენთან და რა კარგი თანამშრომელიაო”. როცა ვხედავ ვინმეს, ახალგაზრდაა და თავის დამკვიდრებას ცდილობს, მით უფრო, თუ რეგიონიდან არის, საკუთარი გზა მახსენდება და ალბათ ნაწილობრივ ამ სუბიექტური განცდითაც, თვითონ რომ არ მომაკითხოს, მე ვეძახი და ვცდილობ რამე მცირედი მაინც შევძინო მის ბრძოლას. ჰოდა, უცხოელის მიერ ხსენებულ ადამიანს თავის დროზე მუშაობა დავაწყებინე ეროვნულ ბიბლიოთეკაში – უმსუბუქეს და დისტანციურ საქმეზე, რომ პარალელური სამსახურიც შეძლებოდა. ჩვენთან თანამშრომლობის შემდეგ, ახალი ვაკანსიის ძიებაში როცა იყო, რამდენჯერმე დავურეკე და უმნიშვნელოდ წავეშველე. თქვენობით მიმართვას და ზრდილობიან, უიშვიათეს კომუნიკაციას არ გასცდენია ჩვენი ურთიერთობა – მიმოწერას, სადაც ის ხშირად აღნიშნავდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი იქნებოდა ჩემი და მისთანანი (მერე, რამდენჯერ ჩამიხედავს ტექსტებისთვის – მისი და სხივისი მოწერილებისთვის – სევდიანადად და გაოგნებით). ბოლოს იყო ეს რეკომენდაცია და სულ ბოლოს საოცრება: ჩემთვის ურთულეს დროს, ეს ადამიანი, ზუსტად ერთ დღეში გარდაისახა და წერდა: ,,კეკელიძე, დიდი ხანია ვიცოდი, რომ უსაშინელესი ადამიანი იყო და აუცილებელი ჩაქოლვა ეკუთვნისო”. სადაც შეეძლო, ყველგან და გამორჩეული ომახიანობით. განა ვინმესადმი სოლიდარობის გამო ხდებოდა ეს საქმე, ან რამე გლობალური სატკივარი ახუჭინებდა თვალს უახლოეს წარსულზე. არა! მთავარი იმ ვიწრო წრეში დამკვიდრების სურვილი იყო და ფიქრობდა, რომ დაზეპირებული ფრაზების ტრიალით იოლად მიიღწეოდა სასურველ ადგილამდე. და ალბათ მიაღწია კიდეც. შემდეგი განვითარებისთვის მე ყურადღება აღარ მიმიქცევია – უკვე ჯოჯოხეთში მივაბიჯებდი. უბრალოდ, მაშინ დადასტურებით მივხვდი, რომ სამყარო სამართლიანობის განცდას არ ეფუძნება, რომ მადლიერებას ნებისმიერი ადამიანი იოლად აუქმებს საჭიროებისამებრ, თვით საოცრად ჰუმანური იდეოლოგიის წევრიც კი და სამწუხაროდ.
ჰოდა, ვუყურებდი ამ უცხოელს და მთელი წელიწადი ტრიალებდა თავში. გამახსენდა, როგორ ვიჯექი საავადმყოფოს აბაზანაში იატაკზე – 57 კილო, აცახცახებული. როგორ ვიჯექი დეპრესიით, დერეალიზაციით, შფოთვით და შიშით შეპყრობილი. ვიჯექი საათობით, ტრანკვილიზატორებით გამოწვეული შეუჩერებელი სლოკინის თითით შეჩერებას ვცდილობდი, ღრმად, ყელში ვაგნებდი რაღაც წერტილს, რომელზე შეხებისასაც ეს სლოკინი ერთი წუთით ჩერდებოდა და მერე ისევ გრძელდებოდა. რაღაც განწირული და უიმედო გეენა იყო და ასე გრძელდებოდა დღეები. თვეები. თავბრუ დამეხვა და მივხვდი, რომ უცებ მომინდა უცხოელისთვის რაღაც საშინელება მეთქვა – სიმართლე, მაგრამ საშინელება. ძალიან მომინდა. დავალაგე აზრი, რომელიც ისედაც დიდი ხანია თავში მიტრიალებს. დავალაგე, თავი ავწიე, თვალებში ჩავხედე, გავიღიმე და ვუთხარი: ,,დიახ, სრულიად შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალია!”

აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ასეთი ბედნიერი.

საუკეთესო კვირას გისურვებთ ყველას.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved