• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წუხანდელმა თავდასხმამ პოლონეთზე აჩვენა ორი ფაქტი” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
17:07 09-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,346

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ზოგადად ომში გამარჯვება მოვლენებისა და მოლოდინების ადეკვატურ შეფასებაზე გადის. წუხანდელმა თავდასხმამ პოლონეთზე აჩვენა ორი ფაქტი:

1. მოცემულ ეტაპზე, ნატო როგორც ერთიანი ალიანსი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არ არის მზად რუსეთის თავდასხმას ადეკვატური პასუხი გასცეს. საკვანძოა აქ პოლიტკური თვალსაზრისი – არ აქვს ალიანსს ის პოლიტიკური მზაობა, ერთობა და სიმტკიცე რომ მოსახლეობის, მოკავშირეების, ეკონომიკისა და სამხედრო ძალების მობილიზაცია განახორციელოს რუსული საფრთხის შესაკავებლად. ეს კი, როგორც მინიმუმ, უკრაინის ტერიტორიის 20 კილომეტრის სიღრმის არასაფრენად გამოცხადებაში შეიძლება გადათარგმნილიყო და არა იმაში შემთხვევითი ხომ არ იყო რუსული თავდასხმაო. აქვეა აშშ-ს არათანმიმდევრული პოლიტიკაც, რაც სიტუაციას პოლიტიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო ართულებს.

პოლიტიკური თვალსაზრისით-მეთქი იმიტომ ვწერ, რომ სამხედრო თვალსაზრისით შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა ისიც სხვადასხვა წევრის შემთხვევაში განსხვავდება, ხოლო სრულმასშტაბიანი და ახლა ბევრად კომპლექსური თავდაცვითი ომის წარმოებისათვის მზადყოფნა მთელი ალიანსის მასშტაბით კვლავ ადრეულ ეტაპზეა.

2. ევროპელებმა დაიწყეს საკუთრი უსაფრთხოებისათვის მზადება, მაგრამ ჯერ შუა ეტაპზე არიან. ცხადია ისინი ხვდებიან, რომ თავდასხმა არ იყო შემთხვევითი, მაგრამ იმის გამო რომ ახლა სრულად მზად არ არიან (როგორც აღვნიშნე, არც პოლიტიკურად და ნაწილობრივ არც სამხედრო კომპონენტში), ვერ სცემენ რუსეთს ადეკვატურ პასუხს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ნატოს ქვეყნებზე რუსული დრონებით თავდასხმა არაერთი შემთხვევა იყო, მაგრამ აქამდე არასდროს ჩამოუგდიათ დრონები. მაგრამ ახლა პოლონეთი სხვაგვარად მოიქცა და ჩამოაგდო. ეს ინდიკატორია იმისა, რომ ახლა პოლონეთი თავს უფრო მყარად გრძნობს, ვიდრე წინათ გრძნობდა. პოლიტიკურადაც, ევროპის მასშტაბით, მოსახლეობასთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, განსაკუთრებთ ცენტრალურ და აღმოვლეთ ევროპაში. სამხედრო ბიუჯეტიც იზრდება. წარმოებაც მატულობს. წინა იერიშები იმის ინდიკატორი იყო, რომ შემდგომი თავდასხმისათვის უნდა მომზადებულიყო პოლონეთი და მოემზადა კიდეც. შემდგომში ალბათ უკეთეს შედეგს აჩვენებს კიდეც. პოლიტიკური თვალსაზრისითაც შედარებით უკეთესი სიტუაციაა იქ და ნაციონალისტურმა და მილიტარისტულმა რიტორიკამ სხვა რელსებზე გადაიყვანა პოლონეთი. მიახლოებით მსგავსი სურათი შეიძლება შეიქმნას აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

ახლანდელი თავდასხმა ევროპული უსაფრთხოებისათვის კიდევ ერთი ცივი წყლის გადასხმის ტოლფასი უნდა იყოს და დამატებითი სტიმული მისცეს უსაფრთხოებაზე ზრუნვის დაჩქარებისათვის. ტყუილად არ ითქვა უკრანელთა მხრიდან – სანამ ჩვენ რუსეთს ვაკავებთ ამით თქვენთვის დროს ვიგებთო.

რუკა: წუხანდელი თავდასხმის ტრაექტორია პოლონეთზე:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved