საიას იურისტი, ჯუბა ქათამაძე პენიტენციურ სამსახურს სიცრუეში ადანაშაულებს/ მისივე თქმით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ პენიტენციური დაწესებულების არც ერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა.
ცრუობს პენიტენციური სამსახური, მათ არც ერთ თანამშრომელს არ შეუმოწმებია გაკეთებული ჩანაწერების შინაარსი, შესაბამისად გაუგებარია რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ რომ ადვოკატის მიერ გაკეთებული ჩანაწერები კორესპონდენციებს წარმოადგენდა.
სივრცეში, სადაც მოვლენები ვითარდებოდა დამონტაჟებული იყო მრავალი სათვალთვალო კამერა, რომლებზეც ხელი მხოლოდ მათ მიუწვდებათ, მოვუწოდებ გამოაქვეყნონ (მინიმუმ არ წაშალონ) კამერების ჩანაწერები, რომლებიც დაადასტურებენ ჭეშმარიტებას.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩემ მიერ მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული დასაცავი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დოკუმენტირება, მათზე შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, რომლის შეზღუდვაც წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის საქმიანობაში ჩარევასა და მსჯავრდებული პირის დაცვის უფლების უხეშ დარღვევას”, – წერს ჯუბა ქათამაძე.
საიას ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძეს შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება არ მისცეს, რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს და დაწესებულების დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საკუთარი ჩანაწერები დახია.
ორგანიზაცია მომხდარზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.











კომენტარები