• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმები კვლავ არ გაიყიდა

ალია ავტორი - ალია
15:01 11-15-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12

წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმების შეძენით ინვესტორები კვლავ არ დაინტერესდნენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აუქციონზე გამოტანილი 10 ობიექტიდან ვერცერთი გაიყიდა.

აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ათივე სანატორიუმის საერთო საწყისი ღირებულება 49 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ამასთან, მყიდველებს ობიექტების განვითარებაში, ჯამში, სულ მცირე 314 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ეკისრებოდათ.

გასაყიდ ობიექტებს შორის იყო ყოფილი სანატორიუმები „მედეა“, „მეგობრობა“, „სავანე“, „ინტურისტი“, „იმერეთი“, „აია“, „გელათი“, „გეოლოგი“, „ფილიალი“ და „რკინიგზელი“.

წყალტუბოს აღორძინების საკითხი დღის წესრიგში წლებია დგას. 2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კურორტის რეაბილიტაციის პროექტს პირადად ჩაუდგებოდა სათავეში. მაშინ საუბარი იყო 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვასა და განახლებაზე.

2022 წელს ეკონომიკის სამინისტრომ პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ დაიწყო. თავდაპირველად საპრივატიზებოდ 14 ყოფილი სანატორიუმი გამოიტანეს, რომელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენდა.

პროექტის ფარგლებში დღემდე 7 სანატორიუმი გაიყიდა, თუმცა მოგვიანებით სამი მათგანი სახელმწიფოს დაუბრუნდა. ამჟამად კერძო საკუთრებაში ოთხი ყოფილი სანატორიუმია – „თბილისი“, „უშიშროება“, „წყალტუბო“ და „სამგურალი“. მათი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ ჯამში 16 მილიონ 265 ათას 300 ლარი მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved