• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წყალი 14 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

ალია ავტორი - ალია
11:09 01-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
838

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

„14 იანვარს, ჯვრის მონასტრის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, დაზიანების აღდგენითი, გადაუდებელი სამუშოები ჩატარდება.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და ქსელის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები ხვალ, 14 იანვარს დილის 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 14 იანვარს, დილის 10:00 საათიდან ღამის 23:59 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთწმინდის რაიონში: მაყაშვილის აღმართს, კოსტავას I და II შესახვევებს, ვარაზის ხევს, პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, მელიქიშვილის, ღამბაშიძის, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძის, ბაქრაძის, გაბუნიას, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, ჟვანიას, ბელინსკის, ვაშლოვანის, კობახიძის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, მთაწმინდის, ყიფიანის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბელის, ტაბიძის, დადიანის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, შინდისის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, ქუთათელაძის, მოსიძის, ბროსეს და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას.

კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, ასათიანის, ბეთლემის, გომის, ჯიბლაძის, სამღებროს, გორგასალისა და მიმდებარე ქუჩებს, ღვინის აღმართს, პურის მოედანს, კოტე აფხაზისა და ორთაჭალის ნაწილს.

საბურთალოს რაიონში: ბოლქვაძის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, იყალთოს, ლიხაურის, ჩიქოვანის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მიროტაძის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, სხირტლაძის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ტანძიის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის, ბაგრატიონის, ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, დავითაშვილის, წულაძის, ოდიშელიძის, აფაქიძის, ხვიჩიას, კვერნაძის, ბერბუკისა და მიმდებარე ქუჩებს. 26 მაისის მოედანს, ნასიძის, დავარის, ფარნავაზ მეფის, კოსტავას, უნივერსიტეტისა და ლორთქიფანიძის ქუჩების ნაწილს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს.

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, შატბერაშვილის ხევი, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის, ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის, ბელიაშვილის შესახვევის N12, ბელიაშვილის N40 და ბელიაშვილის II ჩიხს, გივი ჟვანიას ქუჩასა და ჩიხს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – ნათქვამია GWP-ის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved