• რეკლამა
  • კონტაქტი
18:33, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოტაც და იქ ვიქნებით, რუსეთში… დასავლეთი ჩვენც დაგვადებს სანქციებს… ივანიშვილის და ბერას გინება 15 წლის პატიმრობით დაისჯება” – გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
02:53 03-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,205

ფოტო – ფორმულა

 

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

 

ელემენტარული ფიზიკა ყველას გვისწავლია სკოლაში და ვიცით, რომ გარკვეული მასის სხეულს თუ ბიძგს მისცემ, ის აუცილებლად მივა ა-დან ბ წერტილამდე. მოძრაობის სისწრაფეს და ტრაექტორიას კი ძირითადად რელიეფი განსაზღვრავს.

ჩვენს პოლიტიკურ რუკაზე სადაც “ბ” წერტილი რუსეთია, ოცნების ხელისუფლებამ 2012 წელს დაიწყო მოძრაობა. თავიდან ძალიან ნელი ტემპით, თითქმის შეუმჩნევლად. თუმცა 2018 წლიდან საქართველოს პოლიტიკური რელიეფი აშკარად შეიცვალა, ოცნების ხელისუფლების მოძრაობის სიჩქარე კი საგრძნობლად გაიზარდა. 2020 და 21 წლებში ტრაექტორიის ბოლოს “ბ” წერტილი, ანუ რუსეთი ცხადად გამოჩნდა. თუმცა იმას, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოხდა, როდესაც უკრაინის ომმა ივანიშვილის ხელისუფლების კაპიტულანტური პოზიცია ბოლომდე გააშიშვლა, თითქოს არავინ ელოდა: ჩვენ უკვე რეაქტიული სისწრაფით მივექანებით “ბ” წერიტილისკენ. ცოტაც და იქ ვიქნებით, რუსეთში.

ბევრს ეს აზრი შესაძლოა გადაჭარბებულად მოეჩვენოს და თქვას კიდეც, რომ მართალია, საქართველო არ მოხვდა რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების სიაში, თუმცა არც მთლად მოყვარე, ანუ ბელარუსი ან თუნდაც სომხეთი ვართ. მეტიც, ევროკავშირშიც კი გავაკეთეთ განაცხადი და ჯერჯერობით უკრაინასთან ერთად თუ არა, მოლდოვასთან მაინც ვართ ერთ კალათაში.

ოცნების დღევანდელი ლიდერების “ევროპული ბუნების” გათვალისწინებით ძნელი მისახვედრი არ არის, რომ  ეს უბრალო პიარ სვლაა იმისთვის, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობასთან ბოლომდე წინააღმდეგობაში არ მოვიდეს და საკუთარი, დღეს უკვე აშკარა და სამარცხვინო პუტინისტური პოლიტიკა, იმით გაამართლოს – ვითომ ამ ქმედებებით ქვეყანას ომს არიდებს, თორემ ისე დასავლური კურსის მომხრეა.

სინამდვილეში, რასაც ოცნება აკეთებს ისაა, რომ ერთის მხრივ მოსახლეობას ომით აშანტაჟებს იმისთვის, რომ მხოლოდ ნამდვილი პრორუსების იმედად არ დარჩეს, რომელთა რაოდენობაც 12% პროცენტს არ აღემატება, მიუხედავად იმისა, რომ  ტროლ-ბოტებისა და ყალბი ფეისბუკ ექაუნთების დახმარებით უფრო მრავალრიცხოვნად გამოიყურება; მეორეს მხრივ კი, გაღარიბებული საქართველოს მოსახლეობის ყიდვას რუსული “კანფეტებით” ცდილობს და ევროპულ და ამერიკულ სანქციებზე მიუერთებლობას იმით ამართლებს, თითქოს ეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია.

პირდაპირ გეტყვით, თუ ვინმეს გონია, რომ როდესაც ცივილიზებული სამყარო რუსეთს სანქციებით ებრძვის, საქართველო კი მოსკოვს ამ სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება, ამით გავმდიდრდებით და დიდი სარგებელს მივიღებთ, უკეთეს შემთხვევაში სულელი, უარეს შემთხვევაში კი ქვეყნის მოღალატეა.

შესაძლოა რამდენიმე ადამიანმა მართლაც იშოვოს დიდი ფული, ან ცოტა ხნით ვიღაც-ვიღაცებმა მართლაც იხერიონ. მაგრამ, ეს ხოლოდ დროებით. დიდი ლოდინი არ დაგვჭირდება – დასავლეთი ჩვენც დაგვადებს სანქციებს რუსეთთან ერთად, რა ეტაპზეც დიდი ხნით დავასამარებთ ჩვენს პერსპექტივას, ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ჩვენც იმ ტემპებით გავღარიბდებით, თუ უფრო მეტით არა როგორც რუსეთი.

სანქცირებულ, დეფოლტის ზღვარზე მყოფ და შიმშილის პირას მისულ საქართველოს ყელში მისივე მთავრობის ხელი წაუჭერს. ქართული პოლიცია ბოლომდე რუსულს დაემსგავსება; ხელისუფლების კონტროლს მიღმა მყოფი მედია დასუსტდება და გაქრება; გვეყოლება ფორმალური და მორჩილი ოპოზიცია; ივანიშვილის და ბერას გინება 15 წლის პატიმრობით დაისჯება; საქართველო ბოლომდე დაიცლება პროფესიონალური რესურსისგან და რაც მთავარია, თავისუფალი ნების მქონე ადამიანებისგან. აი ვინც დარჩება, ის ან უმუშევართა და უპერსპექტივოთა არმიას შეუერთდება, ან თუ “გაუმართლათ” ხელისუფლებაზე მიბმულ სახელმწიფო სექტორში თუ ძალოვან სტუქტურებში დასაქმებულთა რიგებს. უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ გაუფასურებული ლარის პირობებში მათ ხელფასს, რომელსაც თვეების დაგვიანებით მიიღებენ, თუ საერთოდ მიიღებენ, ჩალის ფასი ექნება.

ამ დროს ივანიშვილი სად იქნებაო, იკითხავთ ალბათ. ისიც ჩვენსავით დაიტანჯება? პასუხი აქაც მარტივია. არა! ის საკუთარი ინსტინქტების წყალობით სანქციებს ხელისუფლებიდან და ქვეყნიდანაც დროულად გაასწრებს. მოსკოვი კი მასზე ბევრად მორჩილ და ჭკუასუსტი იანუკოვიჩისა და ღარიბაშვილის ჰიბრიდს დაგვინიშნავს მმართველად.

უკრაინა კი, რომელიც ჩვენგან განსხვავებით მტერს თავს არ უხრის, მეგობრებს სწორად ირჩევს და გმირულად იბრძვის – ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. საკუთარ მომავალს გამოჭედავს, დამსახურებულ ადგილს დაიმკვიდრებს დასავლურ ქვეყნებს შორის; ნამდვილად ევროკავშირის და დიდი ალბათობით ნატოს წევრი გახდება, ან არც გახდება, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. განახლებული ეროვნული ენერგიით და დასავლეთის უპრეცედენტო მასშტაბის დახმარებით ეს ამაყი ერი დამსახურებულად ააშენებს თავისუფალ და განვითარებულ სახელმწიფოს. რომლის მისამართითაც ყოველთვის თამამად ვიტყვით: დიდება უკრაინას! და საქართველოს? საქართველოს?!

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი თარგამაძერუსეთ-უკრაინის ომიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved