ერთმა სთქვა მაღიარეთო თუ არა … რას გიზამთო, და კიდევ სთქვა მაღიარეთო და თან ყველაფერი რაც გაგაჩნიათ- ღირსება, რეპუტაცია და სინდისი – მე ჩამაბარეთო და გაგანთავისუფლებთ … მონობისათვის!
ეს იგივე ლოგიკაა რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუჰანსკს, და ამის გარდა იცოდეთ არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!
ცოტა რუსული კგბ-შნიკური სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!
მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება.
კომენტარები