• რეკლამა
  • კონტაქტი
19:25, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცოლზე ფიზიკურად ძალადა, უკრძალავდა ტელეფონით სარგებლობას და სახლში კეტავდა – მკვლელობის საქმის დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:54 05-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

რუსთავში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა ფირაშვილმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც. კერძოდ, ფირაშვილი მარიამ სოფრომაძეს კუთვნილი მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა, სახლში კეტავდა და ოჯახის წევრების ნახვის უფლებას არ აძლევდა. ქეთევან სონიძის ცნობით, ძალადობაზე ინფორმირებული იყო როგორც ბრალდებულის, ასევე, მოკლულის ოჯახის წევრებიც, თუმცა სამართალდამცავი უწყებისთვის არავის მიუმართავს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლე მადონა მაისურაძე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც. ლევან ძოწენიძის ცნობით, ისინი დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ. სასამართლოს დღევანდელ სხდომას  22 მაისს მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა 22 მაისს მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როცა ისინი ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ორივე ქალი ადგილზე დაიღუპა. ბავშვს დაზიანებები არ მიუღია.

როგორც ირკვევა, ბრალდებულს იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული.

ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარუდგინა. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved