კახეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება:
სუფრა ჰქონდათ, ბევრი ხალხი იყო. ეს ცოლი კარგ საჭმელს აკეთებდა და შეაქო ორმა მამაკაცმა, ხელზეც აკოცესო ამბობენ, იმ საღამოს მთვრალზე კაცს უეჭვიანია და ცოლს საღამოს ყელი გამოჭრა. დაზიანებები მსუბუქი იყო და ქალი გადარჩა. კაცი კიდე დააკავეს, მაგრამ 3 დღეში გამოუშვეს. ამის შემდეგ, ეტყობა ამ კაცმა ვერ დაივიწყა ეს ამბავი, დაწყებული საქმე დაასრულა, არ ვიცი რა დაემართა, “ბირჟაზე” მიუვარდა იმ ორ ტიპს და იარაღიდან ესროლა რამდენჯერმე. მთელი უბანი პანიკაში იყო. ამის მერე სახლში მისულა და ცოლი შვილების თანდასწრებით მოუკლავს”, – ამბობს ადგილობრივი “პირველებთან”.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ზ.ზ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
კომენტარები