• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოლი რომ სხვასთან დადის და ყველამ იცის, სხვის ცოლს ჭორავს, ქმარს ღალატობსო” – მაკა რაზმაძე

ალია ავტორი - ალია
19:03 11-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,901

ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე:

ალბათ ნებისმიერ ადამიანს რომ კითხო “ნატვრის ხეში” ყველაზე დადებითი პერსონაჟი ვინ არის-მარიტაო გეტყვის. ყველაზე უარყოფითს ციციკორეს დაასახელებს, სოფლის ცრუ მორალისტს და დაუნდობელ ბერიკაცს. მერე კი მოტრიალდება და პირველი თვითონ ესვრის ქვას ადამიანს მტყუან-მართლის გარჩევის და სასამართლოს გარეშე. ციციკორეებად გადაიქცა ქვეყანა. ყველა სხვის საქმეში გახდა “მაგარი”. ისე დადგებიან პოზაში და დაიჭერენ კომბალს, თითქოს ეს წამია უფალმა ღმერთმა ღრუბლიდან პირდაპირ ჩვენს დასასჯელად მოავლინა.
სიბოროტის მანქანად გადაიქცა სოციალური სივრცე. სულ თავიდან როგორ მიხაროდა, რომ გაჩნდა საშუალება დიდი ხნის უნახავი ადამიანები აქ მენახა ხელახლა, ყოველდღიური ურთიერთობის საშუალება მქონოდა ნაცნობებთან თუ უცნობებთან. იმდენი კარგი ადამიანი გავიცანი ამ სივრცეში, ისე გაგვქონდა ერთმანეთი სიკეთეში თუ გაჭირვებაში…
მერე რა მოხდა? მერე კომბლები მოიმარჯვეს, სხვისკენ თითები გაიშვირეს და თავიანთი არსებობის გამართლება სხვისი ჩაქოლვით დაიწყეს… ყველამ არა რა თქმა უნდა. ვინც არ დაიწყო ისინი საერთოდ გაჩუმდნენ და ბრძოლა შეწყვიტეს. რთულია ჩაყვე იმ ფსკერში ზოგიერთს საიდანაც ყმუის და ციციკორეობს.
ვინ დაგნიშნათ სოფლის “უმფროსებად”? ვინ გეკითხებით სხვის გარეგნობას? სარკეში ჩაიხედეთ თავად ჯერ. სხვის ცხოვრებას ვინ გეკითხებათ? სხვის სამსახურს?
37 წელს სხვა კი არაფერი ხდებოდა,უბრალოდ ჩუმად წერდნენ იმ ანონიმკებს, ვიღაც ცუდ სპექტაკლს დგამს და ვიღაც ცუდად წერსო. სირცხვილიაო, თავს გვჭრის ამხელა ერსო…და მერე როცა მათი ანონიმკები მიზანს მიაღწევდა და დახვრეტდნენ ან გადაასახლებდნენ ვისაც უჩივლეს, მის სამსახურს ან ბინას ან რაიმეს მიითვისებდნენ როგორც მორალის სადარაჯოზე მდგარი ხალხის გადამრჩენლები. შორს არ წასულან, ისევ აქ არიან…. წერენ წერენ, ქოლავენ, მორალისტობენ, იქნებ ვინმემ მთავრობიდან ყური ან თვალი მოკრას მათ ნაცოდვილარ “დანოსებს” და გააგდებინონ ვინმე, მოახსნევინონ, გაანადგურებინონ. მერე კმაყოფილები იტრაბახებენ თავიანთ სამკაციან მრევლში აი მე რომ ვთქვი დამიჯერესო.
არადა ყველას სძულს და ეზიზღება ციციკორეები,ყველას გული ერევა მათზე, მაგრამ წესიერი ადამიანები არ ებრძვიან მათ ისევ და ისევ იმიტომ რომ იმ ფსკერზე ჩაყოლა არ შეუძლიათ,იმ ენაზე ლაპარაკი არ შეუძლიათ რაც ამ ციციკორეების მშობლიური და ნაჩვევი ენაა-სიბინძურის, ცილისწამების, ჩაქოლვის და ლანძღვა-გინების ენა.
ფსევდო მორალი, ფსევდო ემპათია და ფსევდო ურთიერთობებმა წალეკა აქაურობა. ამ გულისამრევ ტყუილებს ნამდვილი ჩხუბი ჯობს, ნამდვილი ემოცია მაინც არის და ღიად ეუბნებიან ერთმანეთს სათქმელს და არა ფეიკებით,”დანოსებით” და ბინძური ტყუილების გავრცელებით. თითქოს ჯადო აქვს აქაურობას და ყველაფერი უკუღმაა-
მოძალადეები სხვებისკენ იშვერენ თითებს – აი მოძალადეო, მატყუარები სხვებს ადანაშაულებენ ტყუისო, ტურტლიანები საკუთარს ვერ გრძნობენ და სხვისკენ იშვერენ ხელს სუნი ასდისო, სახლში რომ შვილი ან ძმა გეი უზის ისინი ქუჩებში სხვებს დასდევენ გეია ჩავქოლოთო, ცოლი რომ სხვასთან დადის და ყველამ იცის, ისინი სხვის ცოლს ჭორავენ ქმარს ღალატობსო. და აი ამ ყველაფრის თავშესაფრად გადაიქცა სოციალური ქსელები: შანტაჟის, სიბინძურის ტირაჟირების, ფსევდო ურთიერთობების და ფსევდო მორალის სივრცედ…. აბა გახსენით მესენჯერები რეებს წერენ ადამიანზე და მერე კომენტარებში ნახეთ იგივე ადამიანზე დაყრილი გულები…
სიტყვით ყველას მარიტა მიაჩნია დადებით პერსონაჟად, მაგრამ ციციკორეს მორალი და დიდი კომბალი უჭირავს ხელში უმეტესობას….
პ.ს. საოცარი კოტე დაუშვილი-დიდმა არტისტმა რა ზუსტად გვაჩვენა სოფლის ციციკორეს სახე და თითქოს სამუდამო ანდერძად დაგვიტოვა- როგორი არ უნდა იყოს ადამიანი…”
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, წვერი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: მაკა რაზმაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved