• რეკლამა
  • კონტაქტი
19:48, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცოლი არ მინდა” ესმოდა როგორც “ქალი არ მინდა” – რას წერს დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:43 04-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
568

მწერალი, ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:

შედარებით გვიან დავოჯახდი, 32 წლის ასაკში (updated: მაშინ ეს ძალიან დაგვიანებულად ითვლებოდა). მანამდე, წლების მანძილზე, შეიძლება ითქვას, გული მქონდა გაწვრილებული ცხონებული მამაჩემისგან “მეიყვანებიჭოცოლი”-ს ჩიჩინით, რომელიც ყოველ ჩემს პასუხზე, რომ არ მინდა ცოლის მოყვანა, სერიოზულად აღშფოთდებოდა ხოლმე, რას ჰქვია ცოლი არ მინდა, აბა რა გინდაო. თავიდან ცოტა კი მიკვირდა მისი გაცხარება, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ცოლის მოყვანა მისთვის ოჯახის მოწყობისა და სხვა საყოფაცხოვრებო დეტალების გარდა, ქალის მიმართ სექსუალურ ლტოლვასაც გულისხმობდა და “ცოლი არ მინდა” ესმოდა როგორც “ქალი არ მინდა”. ძველი თაობის კაცი იყო, ჯერ კიდევ რუსეთის ცარისტულ იმპერიაში დაბადებული, საქართველოს პირველ რესპუბლიკამდე.

ახლა, რაზე გამახსენდა ეს ამბავი? იმაზედ, რომ ახალგაზრდობის აქციები რომ მიდის ახლა, იქ უამრავი ბანერი და პლაკატია გამოტანილი, სადაც ათასგვარი რამ წერია: ალაგ სერიოზული, ალაგ სახუმარო, ალაგ იგავური, ალაგ ირონიულ-პაროდიული და ა. შ. თანაც, ეს ბანერები და ზედ წარწერილი ტექსტები, როგორც წესი, არის ინდივიდუალური და არა ზოგად-სამიტინგო დევიზი. ახალგაზრდებს ეს ყველაფერი არანაირად არ ეხამუშებათ და ამგვარ მრავალფეროვნებას ბუნებრივად აღიქვამენ, მაგრამ მათთვის, ვისთვისაც წარწერა ბანერზე ისეთივე ცალსახა იდეოლოგიური ლოზუნგია, როგორც საპირველმაისო თუ საშვიდნოემბრო პარადებზე იყო კომუნისტების დროს, ამგვარი სიჭრელე სრული კოშმარია. ეს ხალხი დაახლოებით ისევე აღიქვამს ყოველ წარწერას, როგორც მამაჩემი აღიქვამდა ჩემს უარს ცოლის მოყვანაზე და არის მერე დიდი მოთქმა-გოდება, ტირილი და ღრჭენაი კბილთა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved