• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცნობილია თუ ვისი კანდიდატურა განიხილება ომბუდსმენის პოსტზე

ალია ავტორი - ალია
17:42 08-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
675

“კურიერისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები. თუმცა, მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებაც.

თამარ ჩუგოშვილი “კურიერის” ზარებს, ამ ეტაპზე, არ პასუხობს, ზაზა ხუციშვილი კი სატელეფონო საუბარში ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“თქვენგან მესმის პირველად. მე წინასწარ არ მიყვარს ასეთ თემებზე ლაპარაკი, არ მაქვს წარმოდგენა, რატომ გაჩნდა ეს საუბარი და საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? წინასწარ რა უნდა ვილაპარაკო? არც მიფიქრია არასოდეს ამ პოზიციაზე,“ – ამბობს ზაზა ხუციშვილი.

რაც შეეხება უმრავლესობას, მათი განცხადებით, კანდიდატურებზე მსჯელობის ინიციატორი ოპოზიციაა.

“წინასწარ ამ პროცედურების შეუთანხმებლად და გაუვლელად, როგორ შეიძლება, რომ რომელიმე კანდიდატურის მიმართ გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია?! ახლა არ ივარგებს რაიმე კონკრეტულის თქმა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, როგორც შესაძლო კანდიდატებზე. მე მგონი, რომ ეს პირიქით, გააღრმავებს ამ შემთხვევაში შესაძლო ინსინუაციებს თემის ირგვლივ და არა რომელიმე კონკრეტული პერსონალის მიმართ.

თქვენ იცით, რომ 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია ერთ-ერთ საკითხად ომბუდსმენის შერჩევა და ამ შემთხვევაში, პროცედურებზე კეთდება აქცენტი. რასაკვირველია, ასეთ დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს და ოპოზიციის მხრიდან უბრალოდ კანდიდატურების ასე პირდაპირ დასახელება ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, გაგრძელებაა ერთგვარად, მათი დესტრუქციული დამოკიდებულების.

უმჯობესია, რა თქმა უნდა, რომ უფრო მოტივირებული ვიყოთ, რომ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პროცედურით ვიმუშავებთ და შესაბამისად, ამ პროცედურების მიხედვით, შევარჩიოთ მაქსიმალურად სამართლიანი კანდიდატურა, რომელიც ეყოლება ჩვენს ქვეყანას ახალი ომბუდსმენის სახით,“ – ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,  მიხეილ სარჯველაძე.

თეგები: კანდიდატურასახალხო დამცველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved