• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, ხუთშაბათი, 19 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცნობილი ჟურნალისტი მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
16:20 10-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,773

ნანა სულავა

ჩვენი კოლეგა,  მზია გელენავა ხანდაზმულთა სახლში გარდაიცვალაო – ამ ამბით შეძრულმა და დაბნეულმა ისღა მოვახერხე, რომ ერთ საერთო მეგობარ ჟურნალისტს, ლელა დონაძეს დავურეკე მობილურზე. სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი და ეს შემზარავი ამბავი ვუთხარი.

– ნანა, გამანადგურეო!  და ამ სიტყვებს ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა.

ჩვენ წლების განმავლობაში, გვერდიგვერდ, გამომცემლობა ,,სამშობლოს“ მეოთხე სართულზე, ერთ დიდ ოთახში ვისხედით, რომლის სარკმლიდან ვუყურებდით მამა დავითსა და ფუნიკულიორს. ხშირად იტყოდა მზია – ამ არაჩვეულებრივმა ხედმა სოხუმის ზღვის ნოსტალგია გადამატანინაო.

– მზია, ჯერ შენ სოხუმი გაგიყიდეს და მერე ნაცისტებმა გამომცემლობა ,,სამშობლოც“. ბოროტმა რეჟიმებმა დევნილობაში ერთი პაწაწინა ოთახიც არ გაღირსეს შემოქმედ ადამიანს. შენი ტკივილებით უჩუმრად, ფარული ტრაგიზმით იცხოვრე.

დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებისთვის არაღირსეულ პირობებში, როგორც მითხრეს, მოხუცთა არაერთი სახლიდან სახლში გივლია და მძიმე სენით დაავადებულს დაგისრულებია სიცოცხლე.

,,გასაოცარი დემოკრატიის“ მქონე მეოცნებე ხელისუფლებას ვეკითხები, კონსტიტუციაში რომ გიწერიათ, საქართველო სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოაო, მიპასუხეთ, რაში გამოიხატება მისი სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა? ჟურნალისტისა და მწერლის ასეთ პირობებში ცხოვრება არ არის კონსტიტუციის დარღვევა? აქვე დავძენ: არც ასეთი ჟურნალისტთა კავშირი მინდა, რომელიც დამსახურებული ჟურნალისტის ტანჯვას და უსახსრობას შორიდან უყურებდეს და ხმას არ იღებდეს (ახლა ჟურნალისტთა კავშირს ფაქიზოსავით ყიდიან თურმე ოთუს ბირად); არც ასეთი მწერალთა კავშირი მინდა, როცა ნიჭიერ მწერლებსა და პოეტებს წამლის საყიდი ფული არა აქვს და უნიჭო პოეტებს პოეზიის საღამოებს უწყობენ და პრემიებს პრემიებზე აძლევენ;

არც ისეთი დევნილთა სამინისტრო მინდა, სადაც დევნილ ჟურნლისტს 30 წელი ბინას არ აღირსებ და არც ასეთი აფხაზეთის მთავრობა მინდა, რომლის თავმჯდომარე გაჭირვებული დევნილების ფულით კაზინოში თამაშობს.

ვერ დავეთანხმები ჩვენს ერთ კოლეგა ჟურნალისტს, რომელმაც მზია გელენავას ნეკროლოგში ასეთი რამ დაწერა, მზია გელენავა უშვილძირო, მარტოსული სიტყვის მსახური იყოო. სიტყვის მსახური ნამდვილად იყო და არ შეიძლება სიტყვის მსახური მარტოსული იყოს და, მითუმეტეს, ათასობით ადამიანის ტკივილის დამაამებელი უშვილძირო ვერაფრით იქნებოდა. მზიამ მთელი თავისი ცხოვრება თავის დისშვილებსა და ძმისშვილებს მიუძღვნა. ეხლაც ყურში ჩამესმის მათი სახელები: ბექა, თამუნა, ჭაბუკა, მას სახელოვანი ძმები ჰყავდა, ცნობილი მოჭადრაკე, ნოდარ გელენავა და პოეტი ბაგრატ ეგრისელი. ძმებმა ვერ გაუძლეს უსამართლო რეჟიმებს, ხოლო მათმა ნაადრევმა სიკვდილმა მზია მძიმე სენით დაავადა. თვალწინ მიდგას მისი მცირე ჰონორარით თამუნასთვის რომ თოჯინებს ყიდულობდა და ბავშვივით გახარებული ჩვენ გვაჩვენებდა. ძმიშვილის – ბექას პედაგოგს, ცნობილ მომღერალს, რობერტ ბარძიმაშვილს აკითხავდა, რომ ბექას წარმატებებით ეამაყა.

მზია, შენ არასოდეს დაგიწერია საიქიო ცხოვრებაზე. ათეული წლები საპარლამენტო ცხოვრებაზე წერდი. თან ისე წერდი და აშუქებდი, იშვიათია ისეთი ჟურნალისტი, რომელსაც ასეთი სიცხადით, იუმორით ემხილებინა ხალხის რჩეულები. ცხოვრება ხშირად უსამართლოდ უსწორდება ადამიანს. არ ვიცი, ახლა კიდევ ვინ დგას რიგში. გავიხსენოთ, ცნობილ ჟურნალისტს, კლარა აბრამიას, მოხუცთა თავშესაფარში ამოხადეს სული.

ამას წინათ, მზია, კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი ჟურნალისტი ავლაბარში სულ მთლად გაუბედურებული ვიხილე. დიდი ცოცხით ქუჩას ხვეტავდა.. „ნანა, ძლივს ვიშოვე ეს სამსახურიო“. ცრემლი მომადგა, არ ვიცოდი, რითი მენუგეშებია. ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც უსამართლო რეჟიმებს გუნდრუკს არ უკმევდა, სიღატაკეში ძვრება სული და არავინაა გამკითხავი. წინაც საძულველი მთავრობაა და დღევანდელიც, პოლიციის მუშაკებს ცალკე ქალაქს უშენებენ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჟურნალისტებმა რა დააშავეს? თუ ბინებს არ აუშენებენ, რეჟიმის მამებმა ეს მაინც წაიკითხონ: ხუთი ათასი წლის წინათ ძველ ეგვიპტეში ღარიბ და მარტოხელა ადამიანებს მდიდართა აკლდამების გვერდით მარხავდნენ სარკოფაგებში, იმისათვის რომ საიქიოში მდიდრებისათვის მიტანილი ნამცეცებით ღარიბთა სულებს როგორმე თავი რომ გაეტანათ.

ჩვენს ქვეყანაში რომელი სოციალური სამსახური ზრუნავს ამ დონეზე ღარიბებისთვის? ღარიბი კაცი დღეს საქართველოში სააქაოშიც და საიქიოშიც განწირულია!

მზია,შენზე უსასრულოდ შეიძლება ვწერო,მხოლოდ ერთს ვიტყვი, 21-ე საუკუნეში,შენი რანგის პროფესიონალი ჟურნალისტის ჯვარცმით სიკვდილი ,,პრაქტიკული დასაბუთებაა“ შენი ცად ამაღლებისა. ამას  სასწაული ჰქვია, სასწაულის დანახვას კი რწმენა სჭირდება.

ნათელში იყოს შენი ნათელი და სპეტაკი სული, ჩემო ძვირფასო მეგობარო!

ფოტოზე ხელმარცხნივ მზია გელენავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved