• რეკლამა
  • კონტაქტი
05:22, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცხინვალის იზოლატორში კიდევ 3 მოქალაქეა, რომლებიც 1 წლის წინ გაიტაცეს” – დავით ქაცარავას თქმით, სუს-ი ინფორმაციას მალავს

ალია ავტორი - ალია
12:02 12-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, ხელისუფლება ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას რიგ შემთხვევებში მალავს. მისი თქმით, ირკვევა, რომ იმ მოქალაქეების გარდა, ვის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა, ოკუპანტებს კიდევ სამი ადამიანი ჰყავთ გატაცებული.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, ამ სამი პირის გატაცება 1 წლის წინ მოხდა და ისინი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებული.

“ერთი წელია ეს ადამიანები იქ არიან და ვფიქრობ, საჭიროა გასაჯაროვდეს, რომ ამ ადამიანებისთვის დაიწყოს ბრძოლა, მოქმედება. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა მანკიერია. ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგად აქვს დახვეწილი ხელისუფლებას და ზუსტად იცის, როგორ უნდა გააჩუმოს ოჯახები. ოჯახებს აჩუმებენ სამწუხაროდ და ჩვენ შემდგომში უკვე წლის ბოლოს ვიღებთ რაღაც მშრალ სტატისტიკას, მშრალ რიცხვებს. ეს ყველაფერი ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმის სასარგებლოდ მოქმედებს, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამით საბოლოო ჯამში საოკუპაციო რეჟიმს უქმნის კომფორტულ გარემოს იმისათვის, რომ ოკუპანტებმა იმოქმედონ კომფორტის ზონაში, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქეები, გაამზადონ გეგმები ბორდერიზაციასთან დაკავშირებით”, – თქვა დავით ქაცარავამ. 

ცნობისთვის, ოკუპანტებმა გუშინ სოფელ აძვის ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე გაიტაცეს. სუს-ში ამბობენ, რომ ცხინვალის იზოლატორში ამ დროისთვის 7 მოქალაქეა მოთავსებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გატაცებულთა რაოდენობა 10-ს შეადგენს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved