ცხინვალის ე.წ სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
დაკავებულები არიან ლევან პეტრიაშვილი და არჩილ ბასანიძე – ისინი ცხინვალის იზოლატორიდან ციხეში გადაიყვანეს.
ლევან პეტრიაშვილი ერგნეთში ცხოვრობს. ის ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა 15 მაისს გაიტაცეს. არჩილ ბასანიძე კი – 16 მაისს.
საქართველოს მოქალაქეების დაკავების და მათ მიმართ უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს გადაეცათ.
კომენტარები