• რეკლამა
  • კონტაქტი
04:19, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცივ ორმოს ვგრძობ სხეულში, ორი ეტაპი აქვს ვირუსს” – ვიკა ბუკია

ალია ავტორი - ალია
15:50 09-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:

„ვირუსს ორი ეტაპი აქვს. კოვიდის დამარცხება და მასთან ბრძოლაში გამოლეული ძალების აღდგენა.

მე ჯერ არ ვიცი სად ვარ. პირველი ეტაპი გავიარე თუ არა მეტყვიან ზეგ, ტესტის შემდეგ. და მეორე ეტაპზე ახლა გადავდივარ.

ლევანზე სულ უფრო ნაკლებს ვწერ. ჩემზე ყოჩაღია და სიმპტომებიც ნაკლები აქვს. ნაკლებად ახველებს და ენერგია აქვს.

სიცხე არ მაქვს უკვე მესამე-მეოთხე დღეა. მაგრამ მახველებს. მახველებს. მახველებს. დიდხანს, გაუთავებლად. თითქოს მახრჩობს, მექაჩება რაღაც.

და მერე ხველას მოსდევს სველი შუბლი, ვიცი რომ ამ დროს ფერს ვკარგავ და ჰაერი ოთახში უბრალოდ ქრება. ვიკეთებ ჟანგბადს, მივწვები და შვებას ვგრძნობ.

მაგრამ არ მინდა ვიწვე და მსიამოვნებდეს. მინდა ფეხზე ვიდგე და ისე ვგრძნობდე შვებას. მერე მეშლება ამაზე ნერვები და შეიძლება ვიჯღავლო კიდეც უცებ. მე ძაან მეჩქარება აქედან გასვლა და რაც უფრო მეჩქარება, მით უფრო მღალატობს ნერვები.

სულ სხვაგან უნდა ვყოფილიყავი. სულ სხვა რუტინაში. მიჭირს ფსიქოლოგიურად გადალახვა ჩემი რეალობის.

იმ რაღაც ცივ ორმოს ისევ ვგრძობ სხეულში. და პირი ისევ მოკუმულია ორმოში სიცივე არ მომხვდეს. ლიმონიანი ჩაი მსიამოვნებს.

იმ ორმოს სიამოვნებს. ახლა ვიცი, რომ ეს ორმოა ჩემი ბოლო ბრძოლა ვირუსის დამაცხებამდე.

იარა, იარა ორგანიზმში, ამატკია ხან თავი, ხან ფეხი, ნერვები და ფილტვებში ჩაიმალა. „ის“ იქ ჩაბუდდა. იქ დარჩა. და იქიდან უნდა გაქრეს, ამოძირკვოს და გადაშენდეს სამუდამოდ“

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი ცოლი, ვიკა ბუკია დაინფიცირდნენ.

თეგები: ვიკა ბუკიაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved