• რეკლამა
  • კონტაქტი
23:43, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წიწიბურა, ბრინჯი… – კიდევ რომელი პროდუქტი აღარ შემოვა რუსეთიდან და ევრაზიული კავშირიდან

ალია ავტორი - ალია
23:40 04-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

12 აპრილიდან კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციიდან და მთლიანად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) არაერთი სასურსათო პროდუქტის ექსპორტირება აიკრძალა. 

მათ შორისაა აკრძალვა წიწიბურის, ბრინჯის, ხახვის და ნივრის ექსპორტირებაზე. შესაბამისი გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო და ის ძალაში დღეს შევიდა. ექსპორტის აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს. 

სრული სია აკრძალული საქონლის ასე გამოიყურება:

  • ხახვი;
  • ნიორი;
  • ჭვავი;
  • ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები;
  • წიწიბურა;
  • ბრინჯი;
  • მზა საკვები პროდუქტები წიწიბურისგან;
  • სოიო;
  • და მზესუმზირის მარცვლები. 

BMG-იმ საქსტატის საგარეო ვაჭრობის ანალიტიკური პორტალის მეშვეობით დათვალა თუ რა წილი ეჭირა 2019 წლის განმავლობაში ევრაზიულ კავშირსა და რუსეთის ფედერაციას ამ დასახელებების საქონლის მთლიან იმპორტში. საქსტატის მიხედვით, კონკრეტულად წიწიბურის იმპორტის 68% სწორედ ევრაზიულ კავშირზე მოდის.

2019 წლის მთლიანი იმპორტის მონაცემებით, აკრძალული დასახელების საქონლის იმპორტში რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული კავშირის წილი ასეთია:

1) წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 68% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $186,719 ;
2) ბრინჯი – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 11% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $6,741,064 ;
3) ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 18% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $13,251,505 ;
4) მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 83% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $7,417,795 ;
5) ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები – რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 81% , მთლიანი იმპორტის მოცულობა – $1,370,323 ;

ამ აკრძალვის გამო, საქართველო აღნიშნულ პროდუქციას სხვა ქვეყნებიდან შეიძენს. 

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved