• რეკლამა
  • კონტაქტი
10:37, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციტოკინური შტრომის მკურნალობამდე აუცილებელია გამოირიცხოს სხვა დაავადებები და ასეთებია…” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:43 08-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“ციტოკინური შტრომი არის სხვადასხვა დაავადების დროს, განსაკუთრებით იმუნური თერაპიებისა და ინეფექციების დროს ორგანიზმის იმუნური სისტემის ჰიპერრეაქცია, რომელიც გადათელავს ხოლმე ორგანიზმის ფუნქციებს.

მაგალითად შედედების სისტემის ფუნქციას

ან ღვიძლისა და თირკმლის ქსოვილების ფუნქციას

ან ჟანგბადის ათვისების ფუნქციას ალვეოლებში

ცენტრალური ნერვული უჯრედების ფუნქციას

და ასე შემდეგ

ციტოკინური შტრომის დადგენა ლაბორატორიულად და კლინიკური დიაგნოზის ერთობით ხდება.

ლაბორატორიულად იზომება ინტერლეიკინები 6 და 8 და ე.წ. ქიმოკინები (ამათი ლაბორატორიული დიაგნისტიკა ძვირია და ძნელია).

მაგრამ,

ინტერლეიკინების მომატება კიარ ნიშნავს ავტომატურად ციტოკინურ შტრომის გამოისობით ფუნქციათა შეცვლას და პათოლოგიას,

არამედ რაა კლინიკა და რა გაქვს კლინიკურად,

მერე წყვეტ უმკურნალო ამ შტრომს.

ციტოკინური შტრომის მკურნალობამდე აუცილებელია გამოირიცხოს სხვა დაავადებები, რომლებიც ინტერლეიკინების მატებას იწვევს და ასეთიებია

ფულმინანტური თრომბოემბოლიები

მიო/ და ენდოკარდიტები

ბაქტერიული ფულმინანტური და სეფსისური ინეფექციები.

ეს ყველაფერი იწვევს ქსოვილთა ფუნქციის დარღვევებს, იწვევს ციტოკინების მატებას და მკურნალობა უნდა სწორედ რომ ამ გამომწვევ დაავადებებს უპირველესად.

თუკი არ გვაქვს სეფსისი, არ გვაქვს ფილტვის ემბოლია და თრომბოებოლიური კონკრეტული დაზიანება ან ტვინის ან სხვა ორგანოების,

თუარაა ენდომიოკარდიტები ინფექციური გენეზისა

თურაა სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების გამომწვევი, კონკრეტული გამომწვევი ნაპოვნი

აი მაშინ ვსაუბრობთ ციტოკინური შტრომის როგორც წამყვანი დაავადების არსებობაზე და მის მკურნალობაზე.

კორონას შეუძლია ფილტვის ან სხვა ორგანოების ემბოლიის და თრომბოზის გარეშეც გამოიწვიოს პირდაპი ეს ციტოკინური შტრომი, როგორც ორგანიზმის იმუნური რეაქცია ვირუსზე

მაგრამ,

ამის დადგენა ხდება გამოროცხვის მეთოდით და

ექიმი ბედნიერად გრძნობ თავს, როცა დაადგენ, რომ პაციენტს აქვს ფილტვის ემბოლია, იცი როგორ უმკურნალებ და გადარჩება

ან აქვს ენდომიოკარდიტი ანუ გულის ლორწოვანი გარსის ანთება და უმკურნალებ ამას როგორც უკვე ცნობილია და გადარჩება

და ასე შემდეგ.

ამ ზემოხსენებულ დაავადებათა გამორიცხვას არ უნდა დიდი დრო, ეს რამდენიმე საათშია შესაძლებელი და უნდა გაკეთდეს შესაბამისი კვლევები.

თუ ეს კვლევები ჩატარებულია, რადიოლოგიური კვლევები, ანგიოგრაფია, თავის ტვინის რადიოლოგიური კვლევა და ზურგის ტვინის სითხის ანალიზი და სისხლის ანალიზი სხვა გამომწვევბზე და ვერაფერს ხელმოსაჭიდს ვერ პოულობ, აი მერე შეგიძლია თქვა რომ არის ციტოკინური შტრომი და შეგიძლია ავადმყოფის პატრონს აყიდინო რამდენიმე ათას ლარად ღირებული ანტისხეულების თერაპია და სცადო.

ტაბურეტკიანებს ვთხოვ რომ კონკრეტული იყოს თუ ვინმეს რაიმე საკამათო აქვს და არა ემოციური.”

კომენტარებში, ზურაბ გურული წერს:

“სრული ჭეშმარიტებაა. მკურნალობა სჭირდება არა ციფრებს, არამედ პაციენტს. ლაბორატორიული მონაცემები უნდა განხილული იქნეს კლინიკურ მდგომარეობასთან კორელაციაში.დავუმატებდი, რომ ასევე უაზრობაა კატეთი ფილტვის დაზიანების ხარისხის უაზრო ძიება და ციფრების რახარუხი.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები – Reckless-ი და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

13:49 12-15-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved