• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წითელი ხაზი მოახლოებულია და დიდი ალბათობით ეს იქნება რაიმე საზარელი სამხედრო დანაშაული უმწეო მოსახლეობის მიმართ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:06 03-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:

“დარწმუნებული ვარ, პუტინს ჰქონდა იმედი, რომ კონფლიქტის მწვავე ფაზის ჩავლის შემდეგ მსოფლიო ისევ შეირიგებდა მას, როგორც ადრე არაერთხელ, მაგრამ ამჯერად ეს ვერ მოხდება; უკვე შეუძლებელია. ეს ის აქტივია, რომელიც შეიძლება უკვე ჩაითვალოს უკრაინამ. ამერიკა-ევროპა ნელნელა გუდავს რუსეთს ეკონომიკურად. სანქციების უზარმაზარი, მოუხეშავი „ავიამზიდი“ უკვე 180 გრადუსით შეტრიალდა და აწი მისი შეჩერება შეუძლებელია. პუტინს რომ საღი აზრის ნატამალი ჰქონდეს შერჩენილი, მიხვდებოდა, რომ ყოველი დღე დანაშაულებრივი ომისა, შეუქცევადს ხდის მის ქვეყანაში მიმდინარე კატასტროფულ პროცესებს. რუსი ოლიგარქატი და შეძლებული საშუალო ფენა კარგად ხვდება, რომ ამჟამად ძალიან ვიწრო „ფანჯარა“ აქვთ ქვეყნიდან გასაქცევად, სანამ შეშლილი დიქტატორი მათთვისაც მოიცლის და კარს ჩაურაზავს; ამიტომ გარბიან კისრისტეხით.

სამხედრო სიტუაცია ისევ უმძიმესია უკრაინელებისათვის. არც ამერიკა და არც ევროპა არ აპირებს სამხედრო ჩარევას არც აქტიურად და არც პასიურად. უკრაინის ცის ჩაკეტვაზე უარის თქმა ნიშნავს მილიონობით სამოქალაქო მოსახლეობის პირდაპირ გაწირვას რუსული ბომბებით და რაკეტებით სიკვდილისათვის. სასოწარკვეთილი ზელენსკი ამას კარგად ხვდება, მაგრამ ჯერჯერობით დასავლეთი ინარჩუნებს პირქუშ დუმილს. საბედნიეროდ, ძალიან კარგად მუშაობს ამერიკული მედია და დასავლური საზოგადოება პრაქტიკულად შემზადებულია იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს კონფლიქტში შეიარაღებულ ჩარევას. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს ყურადღებით ადევნებენ თვალს პოლიტიკური ლიდერები. წითელი ხაზი ძალიან მოახლოებულია და დიდი ალბათობით ეს იქნება რაიმე უპრეცედენტო, საზარელი სამხედრო დანაშაული უმწეო მოსახლეობის მიმართ. ამის შემდეგ უკვე ქმედითი რისხვა დაატყდება თავზე რუსი სამხედრო დამნაშავეების ბრბოს. მანამ კი უკრაინელებს ჯოჯოხეთის ცხელ დერეფნებში მოუწევთ გავლა.

გენერალ უესლი კლარკს ისევ მიაჩნია, რომ ნატო აგვიანებს ქმედით, სამხედრო ჩარევას არა პირდაპირი იერიშით, არამედ საჰაერო სივრცის ჩაკეტვით უკრაინული ქალაქების ზემოთ. საკმარისი მასშტაბის სამხედრო დანაშაულია უკვე ჩადენილი, რომ დასავლეთმა ეს ნაბიჯი გადადგას. უკრაინელები წარმატებით იცავენ თავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კონტრშეტევების განხორციელების გარეშე ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი ნელნელა დაეცემა მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. შეუძლებელია, ქალაქებში ჩაკეტილმა მოსახლეობამ დიდხანს გაძლოს ასეთ პირობებში. კლარკის რჩევების თანახმად, საჭიროა უკრაინის არმიამ რუსები ქალაქებს მოაშოროს და ბრძოლის ველი სხვაგან გადაიტანოს. ცხადია რუსებიც ამას ცდილობენ, ამიტომ ანადგურებენ დაუნდობლად მშვიდობიან მოსახლეობას. ისინი იმედოვნებენ, რომ გატანჯული ადამიანები საკუთარ არმიას მოსთხოვენ ქალაქებიდან გასვლას. ჯერჯერობით რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და უკრაინელები ვერ გათიშეს. ბრწყინვალედ მუშაობენ პრო-უკრაინული საინფორმაციო საშუალებები. ამ ფონზე უბრალოდ სამარცხვინოა ის სიტუაცია, რაც საქართველოს საინფორმაციო ველზე ხდება მკვეთრად გამოხატული ანტი-უკრაინული გამოხტომების სახით, რაც არათუ ჩახშობილი, არამედ წახალისებულია კიდეც. ალბათ არც არის საჭირო იმის აღნიშვნა, რომ ეს კლასიკური მაროდიორობის მაგალითია, ისევე როგორც ეკონომიკური გამორჩენის მცდელობა მიმდინარე პროცესიდან.

უარესი დღეები ჯერ კიდევ წინაა – განაცხადა გენერალმა კლარკმა. ლოგიკურია. პუტინმა ღიად განაცხადა, რომ თავის გეგმას აუცილებლად შეასრულებს. დიდი ალბათობით ეს გეგმა ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინისა და უკრაინული შავიზღვისპირეთის სრულ ოკუპაციას. უკრაინის არმიას ამჟამად ორი მთავარი ამოცანა აქვს: 1. არ დაუშვას დასავლური მომარაგების არხების გადაჭრა და 2. არ დაუშვას ზღვისპირა ქალაქების დაკარგვა. უახლოეს დღეებში ალბათ ვიხილავთ რაიმე ცვლილებას ამ მიმართულებით.”

თეგები: ზურაბ გურულირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved