• რეკლამა
  • კონტაქტი
12:55, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია

ალია ავტორი - ალია
11:56 10-14-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების, ცისტური ფიბროზის სამკურნალო ძვირადღირებული, ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია. შესაბამისი კრიტერიუმების მქონე ბენეფიციარებისთვის პრეპარატის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.

“ტრიკაფტას” სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. პრეპარატი ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მედიკამენტი მოქმედებს უშუალოდ დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე, აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციებს, ამცირებს დაავადების გამწვავებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს.

პაციენტებმა მკურნალობის დაწყებამდე საჭირო სამედიცინო კვლევები უკვე დაიწყეს. ფასდება ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის დაწყებისთვის მზადყოფნა. აღნიშნული პროცესი მკურნალობის უსაფრთხოდ დაწყებასა და შემდგომი სამედიცინო მეთვალყურეობის დაგეგმვას ემსახურება.

ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძირითადად ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. მას ხშირად ახლავს სასუნთქი გზების განმეორებითი ინფექციები, დროთა განმავლობაში კი შესაძლოა ფილტვების ფუნქციის მნიშვნელოვანი გაუარესება გამოიწვიოს. მუდმივი მკურნალობის საჭიროება და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ამიტომ, თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მწარმოებელთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს ერთი თვის წინ პირადად მიაწოდა.

მედიკამენტი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ ადამიანებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით დაახლოებით 110 ადამიანია რეგისტრირებული. მათგან შესაბამისი გენეტიკური მუტაციები დაახლოებით 60-ს აქვს.

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო საზოგადოებასთან, ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებთან აქტიური თანამშრომლობით თანმიმდევრულად მუშაობდა თანამედროვე მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. ამ მიზნით, სამინისტრო ეტაპობრივად აფართოებდა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ მომსახურებებსა და მედიკამენტების ჩამონათვალს. 2025 წელს პროგრამას დაემატა საინჰალაციო პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები და სხვა მედიკამენტები, ასევე გაიზარდა სტაციონარული მომსახურების დაფინანსება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved