• რეკლამა
  • კონტაქტი
09:56, ხუთშაბათი, 14 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა ლოტკინის დასახლებაში გაიმართა

ალია ავტორი - ალია
13:24 08-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში გამართეს.  

ადგილობრივებთან შეხვედრაზე მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ადგილობრივებს მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ. აღინიშნა, რომ პანდემიის გამო, მუნიციპალიტეტს დაგეგმილი პროექტების შეჩერება მოუწია, თუმცა ისინი მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ქალაქის განვითარებისთვის 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისს კიდევ უფრო მეტი პროექტი შეემატება.

„განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი კარგი პროექტი და სამუშაო ჩატარდა, თუმცა კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვარ, რადგან უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა. პანდემიის გამო, ყველაფრის გაჩერება და თანხების იმ ოჯახების დასახმერებლად მიმართვა მოგვიწია, ვისაც ამ რთულ ვითარებაში ყველაზე მეტად გაუჭირდა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ომში რაც შეიძლება სწრაფად გავიმარჯვოთ და საქმეს, ქვეყნის განვითარებას, ქალაქის მოწესრიგებას მივხედოთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იმაზე მეტს გავაკეთებთ, რაც თბილისში არასდროს გაკეთებულა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. პირობას გაძლევთ, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ და არ გავჩერდებით“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.  

ლოტკინის დასახლებაში, კერძოდ, კიშინიოვის ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა უბანში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ჩატარდება.

„მოგეხსენებათ, რომ ეს ტერიტორია წლების განმავლობაში, ამორტიზებული იყო და არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. ზოგადად, ლოტკინის დასახლება არ იყო განებივრებული მასშტაბური პროექტებით. ზუსტად ჩვენმა გუნდმა გადადგა ნაბიჯი და აღნიშნულ უბანში სიცოცხლე შემოიტანა. დასახლებაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, ყველაფრის მოწესრიგება ვერ მოესწრო, თუმცა, ვართ თანმიმდევრული, მოტივირებული, ენერგია და ენთუზიაზმი არ გვაკლია. დამერწმუნეთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა მისამართზე მოგვიწევს მისვლა და თითქმის ყველა პრობლემას გადავჭრით“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.   

ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩა N24-ის მიმდებარედ, 5 400 კვ.მ ფართობზე სპორტული სივრცე და სკვერი მოეწყო. დასახლებაში ამ დრომდე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები ტრიბუნებით, ველობილიკი, ქვიშის მოედანი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; შესრულდა გამწვანების სამუშაოები – დაირგო 300-ზე მეტი ნერგი და დაიგო ბალახის საფარი.

პროექტის ღირებულება 665 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

ლოტკინის დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?
ახალი ამბები

“არ ხარ მძღოლად დაბადებული” – მითია თუ რეალობა?

15:44 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved