“მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, მედიასთან ამბობს:
“მედიის რუსერსი ამოწურვადია, მივმართავ საზოგადოებას, ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პროცესები ისე მიმდინარეობს, რომ მედიას სჭირდება დაცვა.
ხალხო, რაღაცა შეცვალეთ ამ ქვეყანაში…
წარმოდგენილი გაქვთ წინა ხელისუფლების დროს ასეთი ამბავი რომ მომხდარიყო, რა მოხდებოდა? ცეცხლის ქვეშ ვიქნებოდით 24 საათი და იქნებოდა ეს სწორი, როგორც იყო ტელეკომპანია “იმედის” შემთხვევაში… ახლაც ვართ ცეცხლის ქვეშ, მაგრამ ამათ არ აინტერესებთ…
ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ერთიანი გადაწყვეტილება, როგორ გამოვდივართ ამ კატასტროფიდან. ლექსოს დასაფლავება შეიძლება დემოკრატიის დასაფლავებად კი არა, ამ ქვეყნის დასაფლავებად იქცეს მალე…”
კომენტარები