ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, ნინო წილოსანი:
“EPP არის დანაშაულებრივი და ბოროტმოქმედი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ დედა პარტია. ის მთელი ამ წლების განმავლობაში, არა მხოლოდ მათი ოპოზიციური რადიკალობის დროს, არამედ სააკაშვილის მავნებლობების და ბოროტების ჩატარების პროცესში, მხარს უჭერდა და ამართლებდა მათ მოქმედებებს. ეს პარტია რომ რაიმე რეზოლუციას დააინიცირებს და რაღაც პრინციპებს ჩადებს, აპრიორი უნდა მივხვდეთ, რომ არასწორ პროცესთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება, კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებას, მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ღია კარების შემტვრევას აზრი არ აქვს. აღნიშნული კორუფციული ფაქტები საქართველოს სამართალდამცავებმა უკეთ გამოიძიეს. ვფიქრობ, რომ EPP-ის წევრების, ევროპარლამენტში თუ სხვადასხვა ფორმატებში კორუფციული ფაქტები უფრო მეტად საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვიდრე საქართველოში უკვე გამოძიებული კორუფციული შემთხვევები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი აქცენტის და ინტერესის ქვეშ იყო, რომ აღმოფხვრილიყო კორუფციის ნებისმიერი შესაძლებლობა. გვიხარია, რომ EPP ამაში გვეთანხმება. თუმცა ყველაზე მავნებლური და არასწორი ფორმით გააქვს ყველაფერი.”
დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ EPP-ის რეზოლუცია მიიღეს. ევროპის სახალხო პარტია ყველა წევრ სახელმწიფოსა და საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა საქართველოში კორუფციისა და ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმეები გამოიძიონ.














კომენტარები