სინდისის პატიმარი, თორნიკე გოშაძე ციხიდან წერილს აგზავნის.
„რამდენიმე კომენტარმა მოაღწია ჩემამდე, მე უბრალოდ არ შემიძლია გადმოგცეთ როგორ მსიამოვნებს და რამხელა ბედნიერებას მანიჭებს თქვენი სიტყვები.
ლამაზი და კარგი კალიგრაფიააო, ღმერთო, ლამაზები და კარგები თქვენ ხართ ყველა. არა, არა კარგები კიარა საუკეთესოები ხართ, საუკეთესოებს შორის. თქვენი სიტყვებია ლამაზი, თქვენი ფიქრები, თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თამადგომა და თანაგრძნობა.
მიხარია რომ თქვენიანი ვარ, ციხეში ჯდომა არავის მოსწონს, მაგრამ თუ ჩემი ციხეში ყოფნა თქვენი ნათელი მომავლის საწინდარია, დაე ასე იყოს.
მიყვარხართ ადამიანებო, ძალიან, ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. გონებით და გულით თქვენთან ვარ. გული თქვენთვის ძგერს. დიდი სიყვარულით თორნიკესაგან“,- წერს წერილში თორნიკე გოშაძე.
პროევროპულ აქციაზე დაკავებულ თორნიკე გოშაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
კომენტარები