• რეკლამა
  • კონტაქტი
13:21, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციხეში დარეკა, რვეული წაართმევინა…” – გიორგი ახობაძე

ალია ავტორი - ალია
18:28 06-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,296

სინდისის პატიმარი, გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ჩამოართვეს რვეული, სადაც მოწმეების ჩვენებებიდან ინფორმაციებს ინიშნავდა, ასევე, სხვადასხვა წარწერას აკეთებდა პროცესზე.

ახობაძე ამ ყველაფერს მის გუშინდელ განცხადებას უკავშირებს –  ექიმ-რეანიმატოლოგმა სხდომათა დარბაზში გიორგი გურეშიძის ფოტოც მიიტანა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მათ შორის დაასახელა, ვინც მისი თქმით, მისთვის ნარკოტიკების ჩადებას ხელმძღვანელობდა.

„გუშინ პსპ-ს გადაღებული ფილმი, რომელშიც ანდროს ხმა არის: „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ”, ეს წარწერა მქონდა და დამატებით რაც შეიცვალა, მთავარი კრიმინალი, რუსეთზე მიყიდული ყოფილი პოლიციელი გურეშიძის ფოტო, რომელიც გამომძიებელთან ამოვიცანი…. ციხის თანამშრომლებთან არ მაქვს პრეტენზია, მათ საერთოდ არასდროს არ უხლიათ ხელი ჩემი რვეულისთვის. დღეს რომ გამოვდიოდი, აი, იმ წარწერების გამო, თუ საერთოდ იმის გამო, რომ რვეული ხელში აღარ მჭეროდა, სავარაუდოდ, ან შმაგიმ [გობეჯიშვილი], იმიტომ, რომ მას აქვს ეს უფლებამოსილება, რომ შეზღუდვები დამიწესოს, ან თვითონ გურეშიძემ, რომელიც ეტყობა, სიჩუმეში რომ იჯდა და ამ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოტიკის ჩადებასთან არის, პირდაპირ, გამომდინარე მისი სტატუსიდან, სამმართველოს უფროსია, ყველაზე უფროსია მაგ საქმეში ყველას კურატორი ეგ იყო და როგორც ჩანს, ასე ჩრდილში იჯდა, არც სანქციები შეეხო და ძალიან წყნარად გრძნობდა თავს, როგორც კი გამომზეურდა მისი პიროვნება, ეტყობა, რაღაც დირექტივები მივიდა ციხეში, იმიტომ, რომ სამი თუ ოთხი პროცესია ეს რვეული დამაქვს და არასდროს პრობლემა არ შექმნილა.
ეს რვეული მე მჭირდება, იმიტომ, რომ ჩანიშნული მაქვს სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის მოწმეების გაჟღერებული ინფორმაციები და შედარება მჭირდება. ციხეში [ჩამომართვეს].
[…] თუ გურეშიძეს ასე ძალიან შესტკივა იმაზე, რომ მისი სახელი გამომზეურდა, მოდი, კეთილი ინებოს, მოვიდეს სასამართლოში მოწმის სახით, მოიტანოს თავისი ტელეფონის გეოლოკაცია, სად იმყოფებოდა 7-დან 8 დეკემბრის ღამეს და თუ მე რამე ტყუილს ვიძახი, გავჩუმდები… თუ ასე ანერვიულებს, თუ ძალიან შეწუხდა ციხეში დარეკა, რვეული წაართმევინა და ასე შემდეგ, არ ვიცი მან ქნა თუ გობეჯიშვილმა, გამოვიდეს, 7-დან 8 დეკემბრის ღამეს, სად იმყოფებოდა.”, – განაცხადა გიორგი ახობაძემ.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გიორგი ახობაძის დღევანდელი პროცესი სრულად დახურა, მათ შორს, დარბაზი დაატოვებინა ჟურნალისტებს.
ჯინჯოლიამ თქვა, რომ დარბაზში ხმაურია და სხდომას ამიტომ ხურავს, თუმცა, განმარტება არ გაუკეთებია იმაზე, თუ რატომ არ აძლევს მედიას სხდომის გაშუქების გაგრძელების შესაძლებლობას.

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved