• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციხე შიგნიდან ტყდება” – ხაბეიშვილის პასუხი კობახიძეს

ალია ავტორი - ალია
16:01 09-06-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
562

“ციხე შიგნიდან ტყდება” – ასე პასუხობს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც “ქართული ოცნების” პარტიიდან წასულებს, საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დასდო ბრალი.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ინფორმატორები არა მხოლოდ კობახიძის ყოფილი თანაგუნდელები, არამედ “ქართული ოცნების” მოქმედი წევრებიც არიან. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ის ყველასთან ითანამშრომლებს, ვინ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში დაეხმარება.

მე მესმის მისი ისტერიკის იმიტომ, რომ მაქვს თუ არა ამ ადამიანებთან ურთიერთობა, თავად იმტვრიონ თავი. მე რომ მკითხავი არ ვარ და კონკრეტული ინფორმაციების მტკიცებულებები მაქვს, ეგეც ესმით. 

მას კიდევ იმის ეშინია, კიდევ რამდენი რამე ვიცი, კიდევ რამდენ რამეს შეიძლება აეხადოს ფარდა, კიდევ რამდენი სიურპრიზი ექნებათ და ამიტომ თავს იზღვევს და წინასაწარ ამბობს. 

ხო ირაკლი, უნდა გესმოდეს, რომ ციხე შიგნიდან ტყდება და მათ შორის შენი ყოფილი, თუ მოქმედი თანაგუნდელები, სხვათაშორის მოქმედიც, უნდა მოძებნო ის ხალხი ვინც კონკრეტულ ინფორმაციას იძლევა. 

კი, მე მაქვს კონკრეტული ინფორმაციები, კი ცხადია შიდა გუნდიდან მაქვს და კი, ცხადია მე ყველა ადამიანთან, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება, თუ მოქმედი მექნება თანამშრომლობა, ვინც ივანიშვილის დამარცხებაში მოგვეხმარება. მათ სწორი ისტერიკა აქვთ. არ გაიკვირვოთ, კობახიძის ისტერიკის. 

სამი თანამდებობის პირია, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და გომელაური, შს მინისტრი, სუს-ის უფროს, პრემიერმინისტრი. ეშინია. აბა თუ მაგარი ბიჭია თქვას გვარი. ირაკლი, ხო მაგარი ბიჭი ხარ, ლილუაშვილზე, ღარიბაშვილზე გადაარტყამ ხოლმე – მიდი აბა ხელი დაადეთ, მიდი აბა პირდაპირ სახელი და გვარით ილაპარაკე. მშიშარაა ეს კაცი,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან “ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი წევრები დგანან. მას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved