• რეკლამა
  • კონტაქტი
20:55, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წიხ­ლე­ბით შედ­გა გი­გა­უ­რი ვა­ხოს, და­ნარ­ჩე­ნი ორი ჩხუბ­ში ჩა­ერ­თო, ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, გი­ნე­ბით… – რას ჰყვება მოწმე?

ალია ავტორი - ალია
14:35 05-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ვახო სა­ნა­ი­ას ვაჟა გი­გა­უ­რი წიხ­ლე­ბით შედ­გა, და­ნარ­ჩე­ნი ორი ამ დროს ქვე­მო­დან მორ­ბო­და და ჩხუბ­ში ჩა­ერ­თნენ, ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, გი­ნე­ბით, რო­გორც ხდე­ბა ჩხუ­ბის დროს”, – ამის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნა­ი­ას თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე მოწ­მემ – გი­ორ­გი რა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მან სა­სა­მარ­თლო­ს ჩვე­ნე­ბა დღეს მისცა.

რა­მა­ზაშ­ვი­ლი იმ ავ­ტო­მან­ქა­ნას – “მი­ნი­ვენს“ მარ­თავ­და, რო­მელ­შიც ვახო სა­ნა­ია ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მოწ­მემ დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა ინ­ცი­დენ­ტის დღე, როცა უა­მინ­დო­ბის გამო, მან­ქა­ნა წყნე­თის გზა­ზე ვერ აჰ­ყავ­დათ. რო­გორც ის ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, ვიდ­რე სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი მო­ვი­დო­და, ერთი აღ­მარ­თი თა­ვად გა­ი­ა­რეს, იმ მო­მენ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ თუ არა, არ ახ­სოვს, თუმ­ცა, ამ­ბობს რომ მაშ­ვე­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მათ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

“სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ვი­ძა­ხეთ, მა­ლე­ვე მო­ვიდ­ნენ… ვახო და გი­გა­უ­რი გვერ­დიგ­ვერდ აღ­მოჩ­ნდნენ, მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად აწ­ვე­ბოდ­ნენ მან­ქა­ნას, ვა­ხოს ჩა­მოძ­ვრა ნი­ღა­ბი, გი­გა­ურ­მა იცნო და მი­მარ­თა, „პრო­ვო­კა­ტო­რო, ჩემი სახე და­ი­მახ­სოვ­რეო“. ვა­ხომ უთხრა, ახლა ვე­რა­ფერს ვხე­დავ, ჩემი პრობ­ლე­მა მაქვს და და­მა­ნე­ბე თა­ვიო. გი­გა­უ­რი წა­ვი­და, მან­ქა­ნას წრე და­არ­ტყა, ფეხი აუც­და და და­ე­ცა, და­ე­ცა ვა­ხოც. ხმა­ურ­ზე მო­ვიდ­ნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბიც და ჩა­ერ­თნენ კონ­ფლიქ­ტში. ჩხუ­ბი იყო, ფრაგ­მენ­ტე­ბად ვხე­დავ­დი გვერ­დი­თა სარ­კი­დან, გი­გა­უ­რი რომ წა­იქ­ცა, მერე ვა­ხოც და­ე­ცა და წიხ­ლე­ბით შედ­გა გი­გა­უ­რი ვა­ხოს, და­ნარ­ჩე­ნი ორი ამ დროს ქვე­მო­დან მორ­ბო­და და ჩხუბ­ში ჩა­ერ­თნენ, ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, გი­ნე­ბით, რო­გორც ხდე­ბა ჩხუ­ბის დროს. და­ვი­ნა­ხე, რომ მუ­რუ­სი­ძეს ხელი მოხ­ვდა, შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა, ვერ და­ვა­ზუს­ტებ. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი ცდი­ლობ­და სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­მუხ­ტა, მე ფი­ზი­კუ­რად ვერ ჩა­ვე­რე­ო­დი, რად­გან მან­ქა­ნის მუხ­რუ­ჭზე მე­ჭი­რა ფეხი, სა­მაშ­ვე­ლომ და­ა­შოშ­მი­ნა სი­ტუ­ა­ცია. სა­ნა­ი­ას პა­ტა­რა ბავ­შვი ჰყავ­და, 3 წლი­საც არაა, კონ­ფლიქ­ტის დროს ბავ­შვი ჩა­ვარ­და ის­ტე­რი­კა­ში. ეს ბი­ჭე­ბი დაბ­ლა ჩა­ვიდ­ნენ და ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლეთ მან­ქა­ნის ამოყ­ვა­ნა. სა­პატ­რუ­ლო მა­ლე­ვე მო­ვი­და“, – გა­ნა­ცხა­და რა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სა­ნა­ი­ას მი­მართ, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე 3 პირი – ვაჟა გი­გა­უ­რი, სუ­ლი­კო სა­ყე­ვა­რაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი სა­ხე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 156-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წყარო – ამბები

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved