• რეკლამა
  • კონტაქტი
17:20, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ციანიდის საქმიდან” “სუსის ფაილებამდე” – ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ – “მინდა ადამიანები მიხვდნენ, რა მდგომარეობაშია პატრიარქი”

ალია ავტორი - ალია
23:44 09-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, “ტვ პირველთან” საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსმენებზე საუბრობს და ამბობს:

მე დამხვდა წინა ხელისუფლებისგან მსგავსი ფაილები, როცა კომისიაში ვიყავი, მოსმენებით, მიყურადებით, სასულიერო პირების და არამარტო. ბუნებრივია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჰქონდეს პატრიარქთან ურთიერთობა და კომუნიკაცია არსებობდა. ამას ხმამაღლა ვიტყვი და მეამაყება, ჩვენ უარი ვთქვით, ამ ტიპის დამოკიდებულებაზე, რომელიც პრაქტიკაში ჰქონდა სპეცსამსახურს და გავაგრძელეთ ურთიერთობა საპატრიარქოსთან, ადამიანური, მეგობრული. ჩვენი ურთიერთობა იყო პარტნიორული და ვერ გამახსენებთ 2014-2018 წლებში რამე კონფლიქტი ყოფილიყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.

გადაცდომები ხდება და ყველა უფროსის დროს შეიძლება რაღაცა ინფორმაციები სხვა ტიპით გროვდებოდა, მაგრამ მე გითხარით, როგორი ურთიერთობის მომხრე ვარ, როგორი ურთიერთობა მქონდა და როგორი ურთიერთობა მაქვს.

მინდა ადამიანები და მრევლი მიხვდეს, რა მდგომარეობაშია დღეს პატრიარქი.

2017 წელს მივიღე პირველი ინფორმაცია და რა ტიპის ბრძოლა მიმდინარეობდა საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ. პირველი იყო ციანიდის საქმე… როცა უნდოდათ, პატრიარქის გარემოცვის შესუსტება.

2018 წლიდან იწყება პროცესი, რომელიც მიმართულია ცვლილებებისკენ საპატრიარქოში. 2018 წლის გაზაფხულია, სანამ წამოვიდოდი სამსახურიდან, დამიკავშირდა ბიზნესმენი, მთხოვა შეხვედრა საპატრიარქოს თემაზე, შევხვდი, ეს ბიზნესმენი იყო ვანო ჩხატრიშვილი! ვანო ჩხატრიშვილი მეუბნება, რომ პატრიარქის თხოვნაა, მას უნდა პენსიაზე გასვლა, არიან მეუფეები, რომლებმაც შეიძლება არაერთგვაროვანი აზრი გამოხატონ და შენი აზრი მაინტერესებსო. იყო საუბარი იმაზე, რომ მისივე სიცოცხლეშივე მოხდებოდა მისი შემცვლელის პოვნა. ჩხარტიშვილი ამბობდა, რომ ჰქონდა თავისი ინფორმაცია საპატრიარქოში სხვადასხვა მეუფეების გავლენასთან დაკავშირებით, რაშიც არ დავეთანხმე. მან თქვა, რომ პატრიარქმა სთხოვა დახმარება. ყველა მეუფე ერთი პატრიარქის კურთხეულია. უწმინდესს თავადვე შეეძლო ამ კომუნიკაციების დამყარება ყველასთან. მაგრამ, როდესაც გარეშე პირს სთხოვს ამას, ეს ცოტა უცნაური იყო. ამ თემაზე საუბარი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო – პატრიარქი ცოცხალია და როცა ამის განხილვა ხდება, ჩემთვის შოკი იყო, პატრიარქი უნდა იყოს გამორჩეული და არა შერჩეული. მე დავინახე ამის მცდელობდა და ვუთხარი რომ არ მგონია, ეს სწორი იყოს-თქო.

მაშინ გამოვიდა ეს ინფორმაცია და ორმა მეუფემ გააკეთა კომენტარი. ყველა მეუფე ამ საუბრების შემდეგ, მივიდა პატრიარქთან და უთხრეს მას ამის შესახებ და აღმოჩნდა, რომ პატრიარქს ეს არ უთქვამს!

ინგა გრიგოლიამ სოსო გოგაშვილთან გაიხსენა მეუფე იაკობის სიტყვები, როცა მან თქვა, რომ პატრიარქის გადაყენება სურდა იმ დროინდელ პრემიერს, კვირიკაშვილს, მინისტრებს გომელაურს და გახარიას, ამ საქმეში გარეული იყო ვანო ჩხარტიშვილი, ხოლო ამ გეგმის უკან იდგა ივანიშვილი და ჰკითხა, გოგაშვილს უდასტურებს თუ არა მას ამ ინფორმაციას.

გოგაშვილმა უპასუხა, რომ ამ თემაზე ისევ მეუფეებს უნდა ჰკითხონ, რადგან მათ უკეთ იციან და იქვე დაამატა, რომ “მეუფეები ტყუილს არ იტყვიან”

ამის შემდეგ უკვე იწყება მარიხუანის თემა, ბატონი ბიძინა დაბრუნებულია უკვე პარტიაში, კვირკაშვილი წავიდა, ბახტაძე მოვიდა, მოდის პრეზიდენტის არჩევნები. კობახიძეს ვესაუბრე და ვუთხარი, ეს არ გააკეთო, არ შეიტანო ჯერ მარიხუანის კანონპროექტი, სანამ უწმინდესი არ იქნება ინფორმირებული. სხვადასხვა ინტერესები იყო… ხელისუფლებას გამოჰქონდა გადაწყვეტილება და ვისი ინტერესები იქნებოდა? კობახიძემ მითხრა, მართალი ხარო, მაგრამ გიორგი (გახარია) ამბობს, პრობლემა არ იქნებაო…

თუმცა, გოგაშვილის თქმით, მას საბოლოოდ მაინც უთხრა კობახიძემ, დაეწყო ინფორმაციის გაცვლა საპატრიარქოსთან, თუმცა, ეს ვერ მოასწრო, რადგან უკვე გაიტანეს კანონპროერქტი მოსმენაზე: “მერე მოხდა ის, რაც მოხდა და ხელისუფლება გაბრაზდა…“

ამის შემდეგ, მე მივდივარ პატრიარქთან, ვხვდები მას. ეს ის პერიოდია, სანამ პეტრე “აფეთქდება”, ასე ვთქვათ. პეტრეს მაგ პერიოდში შეხვდნენ, გიორგი შეხვდა გახარია, პეტრემ დააყენა მოთხოვნები, მოითხოვა ძველი ხალხის მოხსნა, მოახსნევინა თანამდებობის პირები და დაანიშნინა თავისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები. 2012-იანელები გამოგვიყენეს, როგორც რევოლუციის მასა და შემდეგ… ეს იყო მიუღებელიც, მოულოდნელიც და არასწორიც. ვატყობ სიტუაცია იძაბება, ვხვდები პატრიარქს და ვუყვები ყველაფერს, რა ინფორმაციაც მქონდა… თან ვიყავი გაბრაზებული, თან ისიც ვიცოდი, პეტრე რას აპირებდა, ამის შესახებ ხელისუფლებამაც იცოდა და არაფერი გააკეთა მის გასაჩერებლად… ალბათ, აწყობდა, რა ვიცი. როდესაც შეგწევს ძალა, ისეთი რაღაც შეაჩერო, რაც საერთოდ დაანგრევს იმ ადამიანს და ეკლესიას და არ აჩერებ… ეს ინფორმაცია ტრიალებდა, რაც დაგეგმა პეტრემ მამალაძესთან ერთად, ჯერ მამალაძემ დაიწყო ამის მოყოლა უწმინდესზე სხვადასხვა ადამიანებთან…. უწმინდესმა მომისმინა… მას იმხელა გამოცდილება აქვს და ისეთი ძლიერი პიროვნებაა – მან დაინახა რომ ომს ვაპირებდი და ასეთი სიტყვები მითხრა – ეს არ გააკეთო, მე არ მემეტები ამისთვის და თავი შეიკავეო.

მე მხოლოდ შემსრულებლებს ვხედავ, დამგეგმავი არ ვიცი. არ არის აუცილებელი ეს გეგმა საქართველოში დაწერილიყო. ვანო ჩხარტიშვილი ვერ გაბედავდა დაგეგმვას, მე ვხედავ მხოლოდ შემსრულებლებს.

მე შევჩერდი ცოტა ხნით. ავიღე პაუზა. გავაგრძელე ინფორმაციის მოგროვება. შემდეგ უკვე ცაავა აკეთებს იმას, რაც მოხდა. ეს იყო მტკნარი პროვოკაცია, რასაც ამბობს პეტრე ცაავა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არის სიცრუე.

2020 წელს კიდევ ვიგებ, რომ ახალი პროვოკაციული ტალღა იწყებოდა პატრიარქის წინააღმდეგ. გადავწყვიტე ამის შესახებ ხმამაღლა მეთქვა.

შემდეგი დარტყმა იყო ეკლესიის წინააღმდეგ 5 ივლისი – 5 ივლისთან დაკავშირებით ვფლობ ინფორმაციას და დარწმუნებული ვარ, მოქმედი თანამშრომლები ისაუბრებენ ამ თემაზე.

გეგმა იყო ასეთი, ხელისუფლებას მარტივად შეეძლო ლგბტ-ს აქციები ჩაეტარებია ისე, რომ საფრთხე არ შექმნოდა მოქალაქეებს და არა ის, რაც გააკეთეს, 5-მდე მიდიოდა მოლაპარაკება, ეუბნებოდნენ, ამას ჩაგატარებინებთ და 5 ივლისის წინ, გამოდის ადამიანი, ამბობს, რომ ამას არ ჩაგატარებინებთ და იჭერს პატრიოტულ პოზას. პირდაპირ ვიცოდი, რომ მიდიოდა მობილიზება და ჩამოჰყავდათ ადამიანები. წინასაარჩევნოდ როგორი კარგი “იარაღი” ჩაუვარდათ ხელში – აქეთ არის “ეროვნული და ეკლესიური” ხელისუფლება, სანთლები რომ უჭირავთ ხელში და ჩემზე კარგად არავინ იცის, როგორი ათეისტები არიან და აქეთ არის ოპოზიცია და ჟურნალისტები. ხალხო, ან ამათ მიეცით ხმა, ან ჩვენ, თუ არადა მიშა ჩამოვა. დასჭირდათ და მიშა ჩამოდის. მე მინდა, რომ ამაზე ისაუბრონ ადამიანებმა, რომლებიც 5 ივლისზე გრძნობენ პასუხისმგებლობას. ხელისუფლების გარკვეული შტო გეგმავდა ამას, ყველას არ ვგულისხმობ, პროვოკაციაზე წამოაგეს ეკლესია, ამ პროცესში ჩართეს და შემდეგ აგრესია წავიდა ეკლესიისკენ. ეკლესიაშიც განსხვავებული ადამიანები არიან, ჩვეულებრივი ადამიანები არიან ისინიც. მე მქონდა იერარქიებთან ურთიერთობა და ვუთხარი მათ, რომ არც ერთი სასულიერო პირი იქ არ უნდა გამოჩენილიყო.

ბოლო წვეთი იყო ამ ფაილების გამოტანა. ჯერ კიდევ 2018 წლამდე, მე მივხვდი, რომ რაღაც თემებთან დაკავშირებით, შეწინააღმდეგება ძვირად დამიჯდებოდა. უკვე მივხვდი, რომ იქედან წამოსვლა მომიწევდა. ეს არის ბოლშევიკური სისტემა, რომელიც 30 წელია მუშაობს. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ ფაილების გამოქვეყნების ბოლომდე განადგურდა. დაკარგა ეროვნული უსაფრთხოების ფუნქცია და დარჩა მხოლოდ პოლიტიკური ფუნქცია – ამას ვამბობ მე! სიწმენდა უნდა გაიწმინდოს, მაგრამ მეორეა პოლიტიკური გადაწყვეტილება, პეტრეს ნაცვლად, პავლე მოვა და არაფერი შეიცველება. ვიცოდი, რომ მომიწევდა ამ სისტემასთან ბრძოლა. ჩემი და თქვენი მტერიც არის, ქართული ოცნება, იქნება, თუ სხვა პარტია, თუ ამ სისტემას არ შეცვლის, ის გახდება მტერი.

ეს წითელი ხაზი გადაკვეთეს. ეროვნული უსაფრთხოებიუს სამსახური გააპარტახეს. ეს ფაილები ნახეს უცხო ქვეყნის სამსახურებმა, მათ ნახეს, როგორი წესით მუშაობს ეს სამსახური, ყველა იარაღი გაშიფრეს და რაღა დარჩა? ეროვნული უსაფრთხოების სამსახური დღეს არის გაშიფრული. საჭიროა პოლიტიკური ცვლილება, რომ ეს სამსახური ხელახლა აიწყოს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ოცნებები არ სრულდება, ამას რამდენიმე წლის წინ მივხვდი, ალბათ. თვითონ ეშინიათ უკვე ტელეფონზე საუბრების და ოფისებში ხვდებიან ერთმანეთს.

ვინც ეს დაგეგმა და ვინც ეს გააკეთა, მე მას მივცემდი ტერორისტის კვალიფიკაციას. მან გაანადგურა უსაფრთხოების სამსახური და სცადა საპატრიარქოს განადგურება და მეტი რა არის ტერორისტული აქტი? თუ შემსრულებელი გარე ქვეყნიდან არ იყო მართული, მაშინ, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად მივა ეს კვალი რომელიღაცა მაღალი დონის ლიდერთან – თუმცა, მაინც მგონია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გეგმა გარედანაა მართული.

მე არ მინდა ჩემ ეკლესიას ჰყავდეს დანიშნული პატრიარქი. ვერ შევეგუები, რომ დამინიშნონ პატრიარქი. დღეს ეს საფრთხე არის. მე პირადად ყველაფერს ვეცდები გარედან ჩარევა არ მოხდეს და ეკლესიამ თავის ოჯახში თავად გამოარჩიოს.

როცა ხელისუფლებას შეუძლია ხელი შეუშალოს მინიმუმ და არ აკეთებს, მინდა, ხალხმა გადაწყვიტოს, ვისი პასუხისმგებლობაა. მინდა, პატრიარქი იყოს ჩვენ გვერდში დიდხანს!

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved