• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წესრიგის სახელით თავისუფლების შეზღუდვა” – სიმონ პედრიდისი

ალია ავტორი - ალია
20:49 10-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
272

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი (სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას), სიმონ პეტრიდისი:

წესრიგის სახელით თავისუფლების შეზღუდვა.
საქართველოს პარლამენტის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრება წარმოადგენს ფორმალურად „საჯარო წესრიგის დაცვის“ მცდელობას, მაგრამ შინაარსობრივად პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტს.
შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება კონსტიტუციური უფლებაა, რომლის შინაარსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მათ შორის მთავრობის გადაწყვეტილებების წინააღმდეგაც.
როდესაც ხელისუფლება ამ თავისუფლებას დასჯად ქცევას უკავშირებს მაგალითად, პირბადით ან შარფით გამოსვლას, გზის გადაკეტვას ან დროებითი კონსტრუქციის დადგმას, ეს ფაქტობრივად ნიშნავს: პროტესტი მხოლოდ იმ ფორმით შეიძლება, რომელიც ხელისუფლებას მოსწონს.
წლების წინ პირბადის გარეშე ქუჩაში არ გვიშვებდნენ, ახლა კი პირბადით რომ გამოხვიდე, ალბათ იფიქრებენ ოპოზიციის კოჰორტაშია და გაგსკვანჩავენ. იქნებ უბრალოდ ვირუსის კი არა, ხელისუფლების მოყვარეობის დაავადებისგან იცავს თავს ადამიანი? კაშნეს მაინც რას ერჩით, ვააა რევოლუცია თუ აღარ გვემუქრება, გრიპისგან მაინც დავიცვათ თავი, თუ გგონიათ ჩვეულებრივი მოსახლეობაც ვალენტინოს კოსტუმით და პრადოს ჯიპით მოძრაობს ჩაჰალსტუხებული?
ასეთი მიდგომა არ შეესაბამება დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებულ პრინციპს, რომ ხელისუფლება უნდა იტანდეს კრიტიკას, თუნდაც უხერხულს. „თავისუფლება არაფრის ღირსი არ არის, თუ მას არ ახლავს უფლება გამაღიზიანებლად ისაუბრო“ და საქართველოში დღეს სწორედ ეს უფლება ხდება სასჯელის ობიექტი.
ტრადიციულად როცა ასოცირების ხელშეკრულება ამბობს იხელმძღვანელეთ საუკეთესო პრაქტიკითო ჩვენ ვტაკიმასხარაობთ და ვიყურებით უარესისკენ.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ტენდენციები შეინიშნება გერმანიაშიც, სადაც შეკრების თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული და ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი მის ფუნდამენტურ მნიშვნელობას.
თუმცა, 2006 წლის შემდეგ, როცა შეკრებების რეგულირება გადაეცა მიწებს (Länder), რიგმა მხარეებმა North Rhine-Westphalia-მ და Hessen-მა (2021–2022) მიიღეს რეპრესიული შეკრებების კანონები, რომლებიც მკვეთრად ამკაცრებენ რეგისტრაციის, კონტროლისა და სანქციების წესებს.
ამ კანონებით ნებადართულია ფართო პოლიციური ზედამხედველობა და მონიტორინგი, აკრძალულია სახის სახის დაფარვა ან დამცავი აღჭურვილობა, დაწესებულია სრული აკრძალვა ავტობანებზე შეკრებების გამართვაზე, შედეგად, შეკრების თავისუფლება იქცა ფორმალურად დაცულ, მაგრამ ფაქტობრივად შეზღუდულ უფლებად.
Amnesty International-მა აღნიშნული კანონები მკაცრად გააკრიტიკა როგორც გადაჭარბებულად რეპრესიული, ხოლო მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო საჩივრები უკვე შეტანილია.
ეს მაგალითი აჩვენებს, რომ როცა სახელმწიფო წესრიგის არგუმენტით იწყებს თავისუფლების შეზღუდვას, პროცესი იშვიათად ჩერდება მხოლოდ ერთ ნაბიჯზე და სწორედ ამიტომ ასეთი კანონები დემოკრატიისთვის ყველაზე საფრთხისშემცველია.
15, 20 ან 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეკრების დროს ქცევის გამო არ არის პროპორციული იმ საფრთხესთან, რასაც მსგავსი ქმედება ქმნის.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკით („Kudrevičius and Others v. Lithuania“) სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს შეკრება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ნამდვილი საფრთხე საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, არა მაშინ, როცა მოქალაქეები უბრალოდ ხმამაღლა აპროტესტებენ ან სიმბოლურ ბარიერებს აყენებენ.
პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონის ტექსტში გამოყენებული ტერმინები: „დროებითი კონსტრუქცია“, „გამაღიზიანებელი ნივთიერება“, „სახის დაფარვა“ სამართლებრივად ბუნდოვანია და სუბიექტურ ინტერპრეტაციას უშვებს. მარტო აქტივისტ სიჭინავას მაგალითი კმარა ამ კანონის ავტორთა არაკომპეტენტურობაში დასარწმუნებლად.
ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის, რომ ერთი და იგივე ქმედება სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად შეფასდეს ანუ კანონი გახდეს პოლიტიკური ინსტრუმენტი და არა სამართლებრივი სტანდარტი.
კანონის მიღება იმ დროს, როცა ქვეყანაში ხშირია ოპოზიციური აქციები, ქმნის განცდას, რომ მიზანი არა წესრიგის უზრუნველყოფა, არამედ პოლიტიკური პრევენციაა პროტესტის თავიდანვე ჩახშობის მცდელობა.
„როცა ადამიანები ივიწყებენ შიშს და იწყებენ კითხვების დასმას, მაშინ მთავრდება მორჩილება და იწყება მოქალაქეობა.“ ეს სწორედ ის მომენტია, როცა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ეშინოდეს წესრიგის სახელით დაწესებული ჩუმი დისციპლინის, თუ დაიცვას ხმაურიანი, მაგრამ ღირსეული თავისუფლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved