• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარეებმა და წევრებმა გაერთიანება “დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს

ალია ავტორი - ალია
22:30 07-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
228

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარეებმა და თანამშრომლებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროფესიული გაერთიანება “დაიცავი არჩევნები” ჩამოაყალიბეს.

ბრიფინგზე ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ივანე ბურდულმა განაცხადა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მოამზადონ როგორც დამკვირვებლები, ასევე კომისიის წევრები და სხვა პირები წინასაარჩევნოდ. მისი თქმით, დაწყებული აქვთ მუშაობა რამდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან.

“ჩვენ, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავს ვალდებულად მივიჩნევთ და ვერთიანდებით ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, რათა ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენი მრავალწლიანი პროფესიული საარჩევნო გამოცდილება გავუზიაროთ ქართულ საზოგადოებას. “დაიცავი არჩევნების” მიზანია, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს საკონსულტაციო, ექსპერტული და პროფესიული დახმარება. ვთვლით, რომ ჩვენს გამოცდილებას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესების ობიექტურ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს თან ახლავს, როგორც ქართული ოცნების მიერ ტრადიციად ქცეულისაარჩევნო რისკები და გამოწვევები: ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენება; ამომრჩეველთა დაშინება მოსყიდვა; მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის სრული უზურპაცია. ასევე საარჩევნო პროცესებში ტექნოლოგიებისგამოყენებასთან დაკავშირებული შესაძლო: მასშტაბური ტექნიკური ხარვეზები; თაღლითური სქემები.

დღეს, როდესაც ქვეყნის ევროპული კურსი საფრთხეშია, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ აქტიურობა და ერთად დავიცვათ ქართული საზოგადოების არჩევანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ლევან თარხნიშვილი, ივანე ბურდული,ზურაბ ხარატიშვილი, დიმიტრი ქიტოშვილი, აკაკი ხუსივაძე, აკაკი კობალაძე და დავით გურგენიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved