• რეკლამა
  • კონტაქტი
02:54, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას 4 კომპანია დაასრულებს, მათ შორის, ბერა ივანიშვილის მეგობრის შპს

ალია ავტორი - ალია
14:47 01-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,037

წერეთლის გამზირის ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო  ახალი, 18 მლნ ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ გაჭიანურებულ რეაბილიტაციას ოთხი კომპანია დაასრულებს, მათ შორის არის შპს პარმა, რომლის დამფუძნებლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ბერა ივანიშვილთან.

“ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიებია – “ენკო”, “პარმა”, “ჯეო გრუპი” და “ბლექ სი გრუპი”, რომებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

ნოემბრის შუა რიცხვებში იყო გაფორმებული “პარმასთან” ხელშეკრულება, დეკემბრის დასაწყისიდან ეს კომპანია აქტიურად მუშაობს წერეთლის გამზირზე, ტროტუარების მოწესრიგების ნაწილში… არ ვიცი ეს ის თავში იხარშება, რომ კომპანიების შერჩევის დროს ჩვენ ვზივართ და ვფიქრობთ იმაზე, რომ ვინ არის პარტიის შემომწირველი, ვინ არის კონკრეტული პირის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი, ეს არის აბსურდი. ” თქვა მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კალაძის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ, თბილისის მერიამ კონტრაქტი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეუწყვიტა. კომპანიებს “მილენიუმ ბილდერსა” და “ერტედეს” სამუშაოები ამა წლის იანვრამდე უნდა დაესრულებინათ, რისთვისაც მათთვის ბიუჯეტიდან 31 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. ჩაშლილი რეაბილიტაციისა და სამუშაოების გახანგრძლივების გამო ეს ხელშეკრულებები შეწყდა.  წერეთლის გამზირი 8 თვეა გადათხრილია და მერიამ ახლა დაადგინა, რომ ორი კომპანია უხარისხოდ აწარმოებდა სამუშაოებს.

მომხდარის მიუხედავად, მერი და მისი მოადგილეები ირწმუნებიან, რომ წერეთლის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგება, ხოლო სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved