• რეკლამა
  • კონტაქტი
18:21, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წერეთ რაც გნებავთ და იყავით ვისიც გინდათ იმისტი, მაგრამ თავისუფალი ადამიანების დამუნათება – “რატომ არ ხართ თავგადაკლული ვიღაცისტი”- ძალიან სიბრიყვე და თავხედობაა!!!“ – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
13:15 11-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

რატომ ფიქრობთ, რომ ექიმი, მასწავლებელი, ან ნებისმიერი სხვა – აუცილებლად უნდა უწყობდეს ხელს საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს შორის სიძულვილის კიდევ უფრო გაძლიერებას?! – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.

“არავინ დამიჯერებს, სამწუხაროდ, მაგრამ უნდა ვთქვა… რამდენიმე სტატუსი წავიკითხე, სადაც ამუნათებდნენ პოლიტიკური პოზიციის არგამომხატველ, ან ორივე (და მეტი) პოლიტიკური პარტიის მიმართ კრიტიკულად დამოკიდებულ ადამიანებს. მიიჩნევენ (როგორც ყველა დროს იცოდნენ, პოლიტიკურად ზედმეტად აგზნებულმა ტიპაჟებმა), რომ აუცილებლად ვიღაცისტი უნდა იყო! არანაირი კრიტიკა – უსიტყვო მორჩილება და ამავე დროს, მოწინააღმდეგეს უნდა ეძახო – მონა!

რატომ ფიქრობთ, რომ ექიმი, მასწავლებელი, ან ნებისმიერი სხვა – აუცილებლად უნდა უწყობდეს ხელს საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს შორის სიძულვილის კიდევ უფრო გაძლიერებას?! – მართლა გგონიათ, რომ აქ რასაც წერთ, იმით ერთ კაცს მაინც გადმოიყვანთ თქვენს ჭკუაზე?! თუ, ისევ თქვენივე პოზიციაზე მყოფ პირებს ფხანთ გულს და მეტი არაფერი…

ჩემს კლინიკაში ყველას თავისი პოლიტიკური შეხედულება აქვს. არც ვიცი ვის რა… და არც მაინტერესებს. ჩემს მოადგილეებსაც შეიძლება ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვთ, მაგრამ არასდროს არათუ არ ვკამათობთ, არც ვსაუბრობთ პოლიტიკაზე! ისევე, როგორც არ ვსაუბრობთ რწმენაზე, ან სექსუალურ ორიენტაციაზე- ვთვლით, რომ ეს ძალიან პირადულია და გამოხატვა საჭიროა მხოლოდ საარჩევნო ურნასთან, ტაძარში, ან საწოლში. ზუსტად ასევე არა ვარ მომხრე ქორწინების მეორე დილით ზეწარის გამოფენის, ან აქ ყოველდღე გამოქვეყნების ვი?  როგორ? და სად ილოცა…

ვისაუბროთ, ვიკამოთ ფეხბურთზე, ხელოვნებაზე, მედიცინის მიღწევებზე… ვიცი, არ დამიჯერებთ, მაგრამ მაინც უნდა გაგიმხილოთ: – “უი, როგორ ვფიქრობდი და გიამ (დათომ, ნინომ…) ამიხილა თვალები!”- ო, ასეთი ფბ – მომხმარებელი არ არსებობს!.. თუმცა, შეიძლება ვცდები და საჭიროებაა “ვინმემ” ნახოს და დააფასოს ეს ძალისხმევები… მე და ბევრ ჩემისთანას ასეთი აუცილებლობა არა გვაქვს, ამიტომ თავისუფლები ვართ კრიტიკაშიც და სიმპათიების გამოხატვაშიც. სხვადასხვა პოზიციის პოლიტიკოსის შექებაც არ მიჭირს, თუ საქციელი მომეწონა! არავის ვუშლი, წერეთ რაც გნებავთ და იყავით ვისიც გინდათ იმისტი, მაგრამ თავისუფალი ადამიანების დამუნათება – “რატომ არ ხართ თავგადაკლული ვიღაცისტი”- ძალიან სიბრიყვე და თავხედობაა!!!” – წერს დავით გადელია..

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved