• რეკლამა
  • კონტაქტი
15:15, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, რეაბილიტირდება თეთნულდის საბაგირო და ჩატარდება ლაღამის უბნის რეაბილიტაცია, 33-მილიონიანი პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრს გააჩენს ამ ულამაზეს მხარეში – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:11 08-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

 ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი დაფინანსდა, ჩვენ ვისაუბრეთ და ჩვენს უხუცესებს დავპირდი, რომ წელსვე დაიწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, ვიცი, რომ პრობლემები იყო მანამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეაბილიტირდება თეთნულდის საბაგიროც.

„ჰაწვალზე 10 წელი იმუშავა საბაგირომ, რომელიც მანამდე იყო დამონტაჟებული და როგორც ჩანს, უვარგისი ან ნახმარიც იყო ჩამოტანილი. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, გავაკეთებთ ახალ, ძალიან გამართულ საბაგიროს. თეთნულდზეც გარკვეული პრობლემებია, იქაც ჩავუტარებთ რეაბილიტაციას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ლაღამის უბნის რეაბილიტაციას იწყებს მთავრობა. ეს არის 33-მილიონიანი პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრს გააჩენს ამ ულამაზეს მხარეში. ასევე, ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ მესტიაში ახალი ცენტრალური პროექტი მოეწყოს, 5-6 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გზების მშენებლობა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის უშგულის გზა, 2022 წელს დავასრულებთ და მთლიანად ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ჯდება 100 მილიონი ლარი, დასრულდება მაქსიმუმ 2 წელიწადში. ასე, რომ ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ჩვენ არ შევაფერხებინებთ და არ შევაჩერებინებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად ვგეგმავთ 2,5 მილიარდის ინვესტირებას, მარტო მესტიაში ბოლო პერიოდში 14 ახალი სასტუმრო დაფინანსდა, თანადაფინანსება განახორციელა ეკონომიკის სამინიტრომ. ძალიან ბევრი ახალი, მათ შორის მცირე და მიკროსაწარმო დაფინანსდა, 330-ზე მეტი პროექტი. ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო გაათმაგებული ტემპებით განვითარება. განვითარება, შრომა და მუშაობა უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. დანარჩენს ჩვენი გუნდი მიხედავს. ჩვენ არავის მივცემთ დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და რაც სჭირდება ჩვენს ხალხს, ის ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved