საქართველოში წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ლეღვის ნახარში 16 წლის გოგომ გამოიყენა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
ცნობისთვის, სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ლეღვის ნახარშის რუჯის მიღების მიზნით გამოყენება ჯანმრთელობისთვის საშიშია და ქიმიურ დამწვრობას იწვევს.
კომენტარები