• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, წელიწადში ერთხელ მაინც ვინმემ რომ მოგვიკითხოს, არ იქნება ცუდი” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
14:02 07-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,330

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე;

,,ჯანდაცვის წინა მინისტრს შემოუღია კანონი, რომ მეტადონის პროგრამაში მყოფ ქრონიკულ პაციენტებს, რომლებსაც თავიანთი ექიმები ენდობოდნენ და საშუალებას აძლევდნენ, ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ახლომდებარე რაიონული პუნქტიდან ხუთი დღის მეტადონის დოზა ერთბაშად გაეტანათ, კანონით აუკრძალა ეს. ოღონდ აუკრძალა ისე, რომ ყველა რაიონში პუნქტი არ არის გახსნილი და მაგალითად, რაჭაში მცხოვრები პაციენტი, უმეტესწილად უგაჭირვებულესი, იძულებულია დახარჯოს თანხა და მთელი სამუშაო დღე, უღელტეხილი გადაიაროს ყოველდღე (სამი საათი წინ, სამი უკან), ჩავიდეს ქუთაისში , რომ მიიღოს წამალი, რომლის გარეშეც არ შეუძლია იყოს საკმარისად ქმედუნარიანი. აი ეს რეპრესია გაატარა მინისტრმა, რომელმაც, როგორც აშკარაა, არც დაავადების შინაარსი იცის, არც ადამიანური თანაგრძნობა გააჩნია ათობით ათასი ადამიანის მიმართ, ვინც ამ კონკრეტულ დაავადებას ებრძვის. ეს არის ჩვეულებრივი რეპრესია და შინაპატიმრობა პაციენტებისთვის. ამპუტირებულკიდურებიან ხალხს დაატარებენ ყოველდღე მეტადონის მისაღებად, შედარებით ჯანმრთელ პაციენტებთან ყოველგვარი სპეციფიკური გარემოებების და განსხვავებების გათვალისწინების გარეშე.
იმედია, ახალი მინისტრი, რომელსაც გონიერ ადამიანად ახასიათებენ, გამოასწორებს ამ ბოროტებას (სასურველია მალე) და საერთოდ, მენტალური ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებით არც ისე ბევრი დაწესებულება ვმუშაობთ და წელიწადში ერთხელ მაინც ვინმემ რომ მოგვიკითხოს, რა პრობლემებია, რა სჭირდებათ ადამიანებს, რა გამოგვდის კარგად და რას ვერ ვახერხებთ, ამოგვათქმევინოს, არ იქნება ცუდი არც ამგვარი არასწორი გადაწყვეტილებების ასაცილებლად, არც პაციენტებისთვის და არც ჩვენი პროფესიული თემისთვის.”

თეგები: ნათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved