• რეკლამა
  • კონტაქტი
18:57, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წელიწადი და ათი თვე გავიდა. მეხუთე ოპერაციისთვის მივემგზავრები. ვუძლებ…” – გია ბურჯანაძის ინტერვიუ თვითმფრინავიდან

ალია ავტორი - ალია
19:31 10-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,886

გია ბურჯანაძე 8 ოქტომბერს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რიგით მეხუთე ოპერაციას იკეთებს. 3 ნოემბერს მსახიობი თბილისში უნდა იყოს, თეატრის სცენაზე. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალ Biaff-ზე სპეციალური პრიზი გადასცეს, კინოში შეტანილი წვლილისთვის. “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სპორტული ცხოვრებით მცხოვრებს ვერ წარმოედგინა, რაიმე მსგავსად ვერაგული დაავადება თუ გაეკარებოდა:

„ ოპერაციას გავიკეთებ, 3 ნოემბერს კი სპექტაკლი ჩავანიშნინე. იმედია, ისე ვიქნები, რომ თამაშს შევძლებ. თეატრში თამაში შემიძლია, იქ 3-4 საათი ვარ, აი, გადაღებაზე მთელი დღით წასვლა, ჩემს მდგომარეობაში, რთულია.

წელიწადი და ათი თვე გავიდა, რაც ამ დაავადებას ვებრძვი. მეხუთე ოპერაციას ვიკეთებ. თურქი ექიმები მეუბნებიან, რომ ამ დაავადების სამუდამო განკურნება ძალიან იშვიათია. დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო, ანალიზები, ცოტ-ცოტა ქიმია თერაპია. მეუბნებიან, რომ ვიმუშავებ და ასე გავაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან ყურადღებიანი ხალხია. თბილისშიც ძალიან კარგი ექიმები შემხვდნენ, პროფესიონალები და ყურადღებიანები. ჩემმა თურქმა და ქართველმა ექიმებმა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც კი დაამყარეს.

– როგორია ამ ვერაგ დაავადებასთან ერთად თანაცხოვრება?

– მეგობრების და ოჯახის გვერდზე დგომით თანდათან შეგუებული ხარ. აქაური და თურქი ექიმები, თავიდანვე მაძალებდნენ, რომ არ გავჩერებულიყავი სახლში და სპექტაკლები მეთამაშა. ამ პერიოდში ორ-სამჯერ გასტროლებზეც ვიყავი. ეს მეხმარება, რადგან ნაკლებად ვფიქრობ დაავადებაზე და მოტივირებული ვარ. რომ მეუბნებიან, ხუთი თვის შემდეგ გასტროლი გაქვსო, მე არ ვიცი, ხუთი თვის შემდეგ როგორ და რანაირად ვიქნები. ექიმები მეუბნებიან, არ მოახსნევინო გასტროლი, მოემზადე და რადგან მოემზადები, ისე იქნები, რომ წახვალ კიდეცო. ჯერჯერობით, მათი ეს მიდგომა ამართლებს. რამდენჯერაც წავედი, დავაკვირდი, რომ სულ მოტივირებული ვიყავი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved