• რეკლამა
  • კონტაქტი
14:19, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წავედი ბახვში, მანქანის ფანჯრიდან ვუყურებ ამ ჩემს გადაბახჩათებულ გურიას და ვფიქრობ… – რა ამბავს იხსენებს ზურა შევარდნაძე

ალია ავტორი - ალია
12:41 05-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
329

„გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე გურიაში მომხდარ ამბავს იხსენებს. ისტორია ეხება რუს ქალს, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.

„ოზურგეთის ბაზარში ვიყავი წინა კვირას. ქუთაისელი, მემწვანილე ვარლამას დახლთან იქაურობისთვის შეუფერებლად ჩაცმული, შუახნის რუსის ქალი დავინახე მწვანილს არჩევდა. მიცნო და ჩემკენ გამოემართა, ინსტაგრამ გვერდის გამომწერი აღმოჩნდა. არ დაიშურა საქებარი სიტყვები, ჩემს ბაღშიც მოუსწრია სტუმრობა და ვარდის ნერგები შეუძენია. მე ყველაფერი ნაყიდი მქონდა და ბაზრის უკანა ჭიშკრისკენ ვიწევდი, თან გამომყვა. ვარლამას დახლიდან მანქანის სადგომთან მისვლამდე მოასწრო მოეყოლა, რომ მეორე თვე სრულდება რაც ბრიანსკიდან გურიაში გადმოსახლდა ქმართან და უმცროს ქალიშვილთან ერთად, რომ სონიას უკვე ჰყავს გურული მეგობრები, რომ ოზურგეთში იყიდა სახლი რომელიც მოაწყო, რომ ეზო უკვე მოაწესრიგა, ბოსტანი დარგა და დათესა, რომ 35 წიწილი იყიდა მეზობელი დოდოიესგან და ბაზარში ღერღილის საყიდლად იყო მოსული, რომ გურულები სასწაული ხალხია, რომ ყველას უყვარს, ყველა უყვარს და რომ თავის სამშობლოში და თავის მშობლიურ ქალაქში ცხოვრება და სუნთქვაც კი შეუძლებელია უკვე, რომ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რომ მისი ძმა ოჯახით და რამდენიმე მეგობარიც აპირებს ჩამოსვლას სამუდამოდ, ჯერ მასთან იცხოვრებენ და მერე იპოვნიან რამეს ისინიც, რომ არსად წასვლას არ აპირებს, ან სად უნდა წავიდეს უკეთეს ადგილას. წინადადებებს შორის ურთავს “ეტა ჟე რაი..”

რომ ქართულ საჭმელებზე გიჟდება, მარტო ჭადი არ უყვარს ბავშვობიდან.

ძვლივს ჩავაკვეხე და რატომ ოზურგეთი?

თურმე ბავშვობაში დედას დაყავდა მეგობარი გივის ოჯახში ანასეულზე დასავენებლად და ბავშვობიდან უყვარს გურია, ირევა გურულებიზა. გატაცებით მიხსნიდა მე ზურიკო შევარდნაძეს რომ “გურია ეტა ჟე რაი, ნასტაიაში რაი.” დავეთანხმე მორიდებულად, მთლად გადელდა და დამიწყო მტკიცება რომ სამოთხეცაა და სამოთხეზე მეტიც. რომ ტარხუნა ღობის ძირებში იზრდება ველურად. (ვეჭვბ ომბალოში აერია, ტარხუნა გურიაში და მითუმეტეს ღობის ძირას არასდროს მინახავს.)

იმ რამდენიმე ქართულ სიტყვას რომლის დასწავლა მოუსწრია, გურული აქცენტით მოხერხებულად იყენებდა საუბრისას, მთაი გინდა აგერაა,ზგვაი გინდა აგერაა, ხელი მაქ, ფეხი მაქ, აფერი არ გამიჩირდებაო. კაი ბატონო..​ ძვლივს დავეხსენი, ვუთხარი სტუმრებს ველოდები და ვჩქარობ მეთქი. გულმხურვალედ დამპატიჟა მისას. ერთი მართლა უნდა ვესტუმრო, ინტერესი მკლავს.

წავედი ბახვში, მანქანის ფანჯრიდან ვუყურებ ამ ჩემს გადაბახჩათებულ გურიას და ვფიქრობ ჩემდა, ათას რამეს ვფიქრობ, აღარ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო. გული მიჩუყდება.

“ეტა ჟე რაი..” დასტურ რომ რაი.. ვაი შენ ჩემო საწყალო ქვეყანავ ?!“,- წერს ზურა შევარდნაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved