• რეკლამა
  • კონტაქტი
07:17, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს – ვახტანგ ძაბირაძე

ალია ავტორი - ალია
13:57 11-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, რომ ახლავე იქნას აღიარებული არჩევნების გაყალბებით ჩატარება, არ დათანხმდება, გამოსავალი შეიძლება, იყოს პოლიტიკური შეთანხმება იმაზე, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ძაბირაძის განცხადებით, რთული სათქმელია, „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ თუ არა, თუმცა, ქვეყანა რიგგარეშე არჩევნების წინაშე მაინც დადგება, რადგან ობიექტურად არის მძიმე ვითარება და „ქართულ ოცნებას“ მომდევნო 4 წელი ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.

„პრობლემა მხოლოდ პარლამენტის ერთპარტიულობაში კი არ არის, პრობლემა ის არის, რომ იქნება უამრავი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემები, რომელსაც ხელისუფლება ვერ გადაჭრის. არ ვიცი, დღეს ამას რამდენად აცნობიერებს ხელისუფლება, მაგრამ ძალიან მალე დადგება ასეთი რეალობის წინაშე. წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, მას რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს. ამიტომ მხოლოდ ეს არის გამოსავალი, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში და ხდება პოლიტიკური შეთანხმება, რომ მოხდება საარჩევნო კოდექსის შეცვლა და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. მაგრამ თუ ოპოზიცია დარჩება ქუჩაში, არც ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს“, – განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების პროცესში უბნების გადათვლაზე უარი ოპოზიციის მხრიდან, მათთვის არამომგებიანია.

„ოპოზიცია უნდა დათანხმდეს გადათვლაზე და უნდა გააკეთოს შემხვედრი წინადადება, რომ შეადგინონ ჯგუფი, არასამთავრობოების და პოლიტიკური წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც გადათვლის და ეს პროცესი იქნება ღია. ყველა უბნის გადათვლა რომ მოუწიოთ, უნდა გადათვალონ. ეს პოლიტიკური მომგებიანია ოპოზიციისთვის,“ – განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, წინა შემთხვევაში, როცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები პროპორციულთან მიახლოებული სისტემის მიღებით დასრულდა, სხვა ვითარება იყო, „ახლა კი სახის შენარჩუნება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც სჭირდება“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved