ქართული ოცნების დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე:
“საჯარო სექტორში ხელფასები უნდა იყოს კონკურენტული იმ ხელფასებისა, რაც არის კერძო სექტორში და უბრალოდ წარმოუდგენელია, ქალაქის მერს, დიდი ქალაქის იქნება თუ პატარა ქალაქის, მოსთხოვო მუშაობა, როდესაც მისი ხელფასი 2 000 ლარია. ყველა მერს ასეთი ხელფასი არ აქვს, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ, საჯარო სექტორში ხელფასები აუცილებლად უნდა იყოს გაზრდილი, თუ ჩვენ ეკონომიკა მოგვცემს ამის შესაძლებლობას. “
კომენტარები