• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წარმოუდგენელი მგონია გახარიას და გახარიას გუნდის სრული აბსურდულობის გატარება!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
05:03 01-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“წარმოუდგენელი მგონია გახარიას და გახარიას გუნდის სრული აბსურდულობის გატარება!

“ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველიო” , – ამბობს გახარიას პარტიის ვინმე ბექა ლილუაშვილი.

და ამატებს, რომ ინვესტორებს ჰქონდათ სისტემური პრობლემა!

(ბ-ნ ლილუაშვილს არა და საზოგადოებას კი შევახსენებ, ვინ არიან ინვესტორები – კონტი გრუპი, SS Marine, wondernet Express, one orde. etc…)

და მერე ამატებს, ერთი კინკილა მიზეზი რომ გვქონოდა, ხელშეკრულება მაინც უნდა შეწყვეტილიყოო.

ანუ, ამბობს, ეს პორტი ფეხებზე გვეკიდა და ფეხებსაც ვერავინ მოგვჭამს ამის გამოო.

ამას ამბობს ახლა უკვე პარტიის (ხელისუფლებაში რომ უნდა ყოფნა, იმ პარტიის) ერთ-ერთი ლიდერი.

ამას ამბობენ პორტზე, რომელიც ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკის!

ამით გეუბნებათ თქვენ – საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუ გახარია ხელისუფლებაში დაბრუნდა (მეტი არ იქნა ჩემი მტერი ?) არც არასოდეს მიუბრუნდება ამ პროექტს… არც ძველ ინვესტორებს და არც სხვებს.

ჰოდა, რეალურად კი ასე იყო საქმე!

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ხელმძღვანელს პირადად გახარიამ უთხრა:

“ანაკლიის პორტი არაა ჩვენს ინტერესებში”.

ამით, გახარიამ ითამაშა ვისი თამაში?

გამოიცანით! – რუსეთის.

მამუკა ხაზარაძე ამით ვეხმაურები თქვენს დღევანდელ ამბავს. და მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ გამოიწვიოთ ბ-ნი გახარია დებატებში.

მე სიამოვნებით დაგითმობთ ეთერს და დროს.

უშუალოდ გახარიას კი მოვუწოდებ – არ გინდათ ხაზარაძესთან? ჩემთან მოდით სწორედ ანაკლიაზე სასაუბროდ.

გახარია გახარია news ( საქართველოსთვის )“

კომენტარებში მამუკა ხაზარაძე წერს:

“როცა იტყვი მზად ვარ”

თეგები: ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved