• რეკლამა
  • კონტაქტი
09:11, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წარმოქმნილი წინააღმდეგობის განხილვა იმ კუთხით, რომ “ოცნების” მთავრობა იმტერებს მეზობლებს და ცალსახად აზერბაიჯანულ პოზიციებს მივემხროთ, არ არის სწორი“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:26 12-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
299

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანულ საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, საქართველომ 5 დეკემბერს მიიღო თხოვნა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების რკინიგზის მეშვეობით სომხეთში ტრანსპორტირების თაობაზე, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ერთჯერადად მოხდეს ამ ნავთობპროდუქტების გატარება საფასურის გადახდის გარეშე.

“მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს. საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი”, – განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

არსებული მდგომარეობით, უშუალოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი არ ოპერირებს, შესაბამისად ორ ქვეყანას შორის ტვირთების გატარება საქართველოს რკინიგზის ტრანზიტის მეშვეობით ხორციელდება.

შეგახსენებთ, ეკონომისტი რომან გოცირიძე ამ თემაზე დეტალურად წერდა:

„კარგად გავეცანი აზერბაიჯანულ მედიაში წამოწყებულ კამპანიას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ბევრი რამ აჟიოტაჟის ატეხვის და საქართველოზე ზეწოლის მიზნით კეთდება. საზღვარზე აზერბაიჯანული ტრაილერების შეყოვნების საკითხიც გაზვიადებული ჩანს. ამ ტვირთებში არაა საქმე, პრობლემა გაცილებით დიდია.
წარმოქმნილი წინააღმდეგობის განხილვა იმ კუთხით, რომ “ოცნების” მთავრობა იმტერებს მეზობლებს და ცალსახად აზერბაიჯანულ პოზიციებს მივემხროთ, არ არის სწორი. ამ ხელისუფლებას იმდენი ცოდვა მიუძღვის ხალხის წინაშე და იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ ერთით დამძიმება არაფერს ცვლის. პრობლემა მეტად სერიოზულია და ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის სამომავლო ინტერესებს ეხება.
სომხეთი საქართველოდან მარაგდება როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით. ეს ქართული პორტების და რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნავთობროდუქტების ასი პროცენტი ამ ქვეყანაში საქართველოდან შედის. რეგიონში მომხდარი დიდი ძვრების შედეგად ბევრი რამ მკვეთრად იცვლება. ეს არა მხოლიდ ზანგეზურის კორიდორის ამოქმედებას ეხება, რომელსაც საკმაო დრო დასჭირდება, არამედ ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ალტერნატიული გზების გამოჩენასაც, რომელიც საქართველოს აუვლის გვერდს. ეს ანაკლიაზეც იმოქმედებს. ერთი კონკრეტული შედეგი უკვე დადგა: რუსეთის რკინიგზა სომხეთს აზერბაიჯანის გავლით დაუკავშირდა. ასვე მყარდება სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთპბროდუქტების მიწოდება უკვე პირდაპირ რკინიგზით მოხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. საქართველოს რკინიგზას ნავთობის ჩვენს ტერიტირიაზე გატარების სატრანზიტო ტარიფები აქვს დაწესებული. რკინიგზის ამ მონაკვეთის ( გარდაბანი-სადახლო) სიგრძე 111 კილომეტრია. აზერბაიჯანი უკმაყოფილოა ამ ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს. რამდენად სამართლიანი ქართული მხარის შეთავაზება, ეს საკითხი შესასწავლია და რაიმე დასკვნას ახლა ვერ შემოგთავაზეთ. ეს ჩემზე უკეთ ამ დარგის ვიწრო სპეციალსტებმა იციან.
2026 წელს ვადა გასდის ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენით საქართველოსთვის კუთვნილი გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების ხელშეკრულებას. მიმდინარეობს მისი განახლება. ზოგადად, აზერბაიჯანიდან გაზის მიღების საკითხები ახლებურად დგება დღის წესრიგში. რუსული გაზის ევროპაში იმპორტის აკრძალვის შემდეგ აზებაიჯანული გაზი განსაკუთრებით სასურველი გახდა ევროპისათვის. ისინი მნიშვნელოვნად მეტს უხდიან აზერბაიჯანს, ვიდრე ვუხდიდით ჩვენ და მომავალში შევძლებთ გადახდას.
ასეთ დროს საქართველოს მხრიდან ვითარების დაძაბვა უგუნურობა იქნებოდა. როცა ხელისუფლება არაადეკვატურია, ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით ჩანს-აზერბაიჯანი ძაბავს ვითარებას. საქართველო უკვე არ არის მსოფლიო ბაზარზე მისი ენერგეტუკული რესურსების ექსკლუზიურად გამტარი. პოლიტიკურადაც ზურგმომაგრებულია. აზერბაიჯანის მედიას საქართველო გამოჰყავს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგედ, რომელიც ქმნის ბარიერებს და რომელსაც არ უნდა რეგიონის განვითარება და აყვავება. გაისმის ასევე მუქარა აზერბაიჯანული მედიის მხრიდან საქართველოს მიმართ. გვაგრძნობინებენ, რომ კოზირები მათ ხელშია. პირველ რიგში აზერბაიჯანულ გაზზე ჩვენი დამოკიდებულება იგულისხმება.
როცა საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლება გყავს, მას არ შესწევს ქვეყნის ინტერესების ადეკვატურად დაცვის უნარი. საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვა მრავალმხრივ ასუსტებს ქვეყანას, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობაში. ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესი აქვს და ამ ინტერესების რეალიზების კუთხითაც უნდა შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17:16 04-20-2026
Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის

12:31 04-20-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved