ყოფილი პარლმენტარი, მწერალი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ტიპმა 2000 წელს დაიძინა ლეთარგიული ძილით, ახლახან გამოიღვიძა და იგებს, რომ ქვეყანაში არის ხელისუფლება, რომელსაც მხარს უჭერენ ლევან მამალაძე, კახა თარგამაძე, იგორ გიორგაძე, თენგიზ კიტოვანი, ნუგზარ ფოფხაძე, ფრიდონ ინჯია და ვალერი კვარაცხელია.
ამოცანა გვეკითხება: რა შეიძლება იფიქროს ამ ადამიანმა არსებულ ხელისუფლებაზე, თუ იგი ჯერ კიდევ საღ გონებაზეა?
კითხვა, რასაკვირველია, რიტორიკულია. :)”
კომენტარები